მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლიმატის კვირეული აღნიშნეს.
„21-27 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეული აღინიშნება.
საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის - გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!“ ეს გზავნილი აერთიანებს 2020 წლის კლიმატის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. ამ ღონისძიებას მონაწილება მიიღო სენაკის მუნიციპალიტეტში ჟიული შარტავას N2 საჯარო სკოლის 6ა კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელი გულნარა ბარკალაიას ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა დაწერეს თემა, „ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება“, გააკეთეს თემების პრეზენტაცია თანატოლებს მოუწოდეს გაერთიანდნენ კლიმატისთვის. მოსწავლე ახალგაზრდობის ხეივანში ასფალტზე დახატეს.
კლიმატის კვირეულის ღონისძიებებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან თანამშრომლობით ახორციელებდა გარემოს დაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა