სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელმა, რომელიც იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, დღეს გაკვეთილები ჩაატარა - „მინდა, გავიკეთებ პირბადეს და მინდა - არა!“
16-10-2020
-
+


თბილისის N87 საჯარო სკოლის მესამეკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა და კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული ყურადღება, არსებული ეპიდვითარების ფონზე, შესაძლოა არც მიგვექცია, რადგან სკოლები უკვე კარგა ხანია ამ რეჟიმშია; მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ პედაგოგი, რომელიც კოლეგებთან ერთად, ასევე იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, დღეს სკოლაში გამოცხადდა; უკანა კარიდან, კამერებს რომ არ დაეფიქსირებინა, შენობაში შევიდა და სხვა კლასს რელიგიის გაკვეთილიც ჩაუტარა. ეს კიდევ არაფერი, როგორც Etaloni.ge- სანდო წყარომ უთხრა, თავად დირექტორი, როდესაც ბავშვებს თერმოსკრინინგს უტარებს, პირბადეს არ იყენებს და ასეთ დროს, გაურკვეველია, როგორ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს.

ბუნებრივია, ინფორმაციის გადამოწმება სკოლის დირექტორთან ვცადეთ, თუმცა მანამდე განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, იცოდნენ თუ არა აღნიშნული ფაქტის შესახებ რამე.

ზედა ინსტანციაში ერთადერთი ის გავარკვიეთ, რომ დღეს სიტუაცია ისეა აზელილი, განათლების სამინისტრო თითოეულ სკოლას ვერ გამოეკიდება და თავიდან ბოლომდე, დირექტორების პასუხისმგებლობაზე, უფრო სწორად, მათ კეთილსინდისიერებაზეა მინდობილი მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.

რაც შეეხება N87 სკოლას, დირექტორს - დავით ჭეიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მესამე კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან, ხოლო რაც შეეხება რელიგიის პედაგოგს, მასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგებს რეკომენდაცია არ მოუციათ, იზოლაციაში უნდა იყოსო.

გთავაზობთ, დიალოგს Etaloni.ge-სა და დავით ჭეიშვილის დიალოგს (სტილი დაცულია):

- ბატონო დავით, თქვენი სკოლის მესამეკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა?

- დიახ.

- კლასი დისტანციურ სწავლებაზეა?

- კლასი დისტანციურად სწავლობს.

- რელიგიის პედაგოგი, ლევან ბუკია, რომელიც ვირუსიან მოსწავლესთან კონტაქტის გამო, წესით, იზოლაციაში უნდა იყოს, დღეს რატომ მოვიდა სკოლაში?

- იმიტომ მოვიდა, რომ ეპიდემიოლოგებს არ მოუციათ რეკომენდაცია, ის იზოლაციაში გადასულიყო.

- ზოგადად, თქვენი სკოლა იცავს უსაფრთხოების წესებს? რამდენადაც ვიცი, როდესაც მოსწავლეებს თერმოსკრინინგს უტარებთ, პირბადე არ გიკეთიათ.

- ამ დროს მე ვარ ღია სივრცეში. მინდა, გავიკეთებ პირბადეს და მინდა - არა.

- ეს როგორ - გუშინ უკვე მოსახლეობას მოგვეცა რეკომენდაცია, პირბადე ღია სივრცეშიც ვატაროთ?

- ეს ჩემ სურვილზეა, ღია სივრცეში, მინდა, გავიკეთებ და მინდა - არა.

ასეთი დიალოგი შედგა ჩვენ შორის და სიმართლე გითხრათ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავებას ვაპირებდი, თუმცა...

მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება, პრემიერიც კი მოგვიწოდებს - ღია სივრცეში ვატაროთ პირბადე და ისიც არაერთხელ გაჟღერდა, რომ ჯანდაცვის რესურსი ამოუწურავი არ არის... ნუთუ შეიძლება, სკოლებთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ დირექტორებს მივანდოთ?! არ გავაკონტროლოთ, მივცეთ სრული კარტ-ბლანში და მერე სამძიმრებიდან გავრცელებულ ინფექციაზე ვისაუბროთ ნიშნისმოგებით, ამ დროს კი ზოგიერთებისთვის, პირბადის ტარება, თურმე მხოლოდ, უკაცრავად - „დილიხორის“ ამბავია და უნდათ გაიკეთებენ, უნდა - არა!  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება