სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ყოველთვის ახერხებს, იყოს საუკეთესო!“
16-10-2020
-
+


ახალქალაქში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატეტალონის“ მეორე ტურის ღონისძიება ჩატარდა და საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეებიც გამოვლიდნენ - წესით, ასე უნდა ვწერდეთ სტატიას კონკურსის შესახებ, მაგრამ როდესაც საქმე „ეტალონს“ ეხება, აქ საზღვრები, ასე ვთქვათ, იშლება, ემოციები დუღილის ტემპერატურას აღწევს და ერთგული მეგობრები, „ეტალონის“ გუნდთან ერთად, ეპიდვითარების მიუხედავად, არსებული რეგულაციების სრული დაცვით, აღწევენ მიზანს - ტარდება ინტელექტ-ჩემპიონატი და თან, რაც მთავარია, ისეთ რეგიონში, სადაც ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები ჭარბობენ.

წარმოიდგინეთ, რაოდენ საამაყოა, როდესაც კონკურსის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის საქმეში „ეტალონმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა; ახლა, ახალქალაქის მკვიდრი მოსწავლეები საკონკურსო კითხვებს სახელმწიფო ენაზე კითხულობენ, იაზრებენ, პასუხობენ და წარმატებებსაც აღწევენ.

ვალერი სტელმაშოვი,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი:

ძალიან მომეწონა ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარების ფორმატი, რომელიც სრულად პასუხობდა დღეს არსებულ ყველა მოთხოვნას - ეპიდვითარებას ვგულისხმობ. აბსოლუტურად დაცული იყო ყველა რეკომენდაცია, უზრუნველყოფილი გახლდათ თითოეული მონაწილის უსაფრთხოება და რაც მთავარია, როგორც ყოველთვის - ობიექტურად შეფასდა ყველაფერი. ამაში „ეტალონს“ ბადალი არ ჰყავს და აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ხელისუფლებისთვის განათლება პრიორიტეტია.

რამდენიმე წლის წინ, ასეთი პროექტის განხორციელება ახალქალაქში  წარმოუდგენელი იყო, სწორედ, ენობრივი ბარიერის გამო, წელს კი, სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი, როგორ კარგად ფლობენ ჩვენი ბავშვები სახელმწიფო ენას - ძალიან კარად იგებენ ყველა კითხვის აზრს და ასევე, თავისუფლად შეუძლიათ პასუხების გაცემა; ესაა მთავარი  და წინგადადგმული ნაბიჯი, რაშიც „ეტალონს“ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. წარმოიდგინეთ, ჩემმა შვილიშვილმაც კი უკეთ იცის ქართული, ვიდრე პირადად მე.

ტერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

მოხარული ვარ, რომ „ეტალონის“ მეორე ტურის ღონისძიებაში ახალქალაქის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. ძალიან ბევრს ჰქონდა მონაწილეობის სურვილი და წარმოიდგინეთ, რამდენ გულშემატკივარს სურდა, დასწრებოდა კონკურსს, თუმცა ეპიდსიტუაციის გამო, ეს ვერ მოახერხეს. აქ მთავარი ისაა, რომ ადგილობრივი მოსწავლეების ინტერესი სწავლისადმი ძალიან დიდია და „ეტალონი“ მოტივაციას აძლევს. პასუხებზეც კი ეტყობოდათ, როგორი მომზადებულები შეხვდნენ ტესტირებას და მეორე ეტაპს. მეამაყება, რომ კითხვებს სახელმწიფო ენის შესახებ, ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი - მათთვის ენობრივი ბარიერი აღარ არსებობს და სახელმწიფო ენას ძალიან კარგად ფლობენ - ეს კი ზრდის მოტივაციას, მეტად ჩაერთონ მსგავს პროექტებში და რაც მთავარია, გაიმარჯვონ.

ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ელენა პეტროსიანი გახდა, რომელმაც Etaloni.ge-სთან საუბარში გამარჯვების სიხარული ვერ დამალა:

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის მიმდინარეობისას, ყველა რეკომენდაცია იყო დაცული - დღეს ეს საკითხი ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება ჩემ გამარჯვებას, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი. პირველი სამეული რომ გამოცხადდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, მათ შორის მეც თუ დამასახელებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ,პირველი ადგილი მოვიპოვე და ეს „ეტალონის“ დამსახურებაა. პროექტში მეორედ მივიღე მონაწილეობა და მოხარული ვარ, მონდომება რომ დამიფასდა.

თამარ ოძელაშვილი, ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, როგორც სკოლის დირექტორი, ამაყი ვარ, ჩემი მოსწავლის გამარჯვებით. მან მუნიციპალიტეტის მასშტაბით გვასახელა და წარმოიდგინეთ არა მხოლოდ მისთვის, სხვა ბავშვებისთვისაც ეს უდიდესი მოტივაციაა. ელენას გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, მისცემს ბიძგს ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეებს, დაისახონ მიზანი, უკეთ შეისწავლონ სახელმწიფო ენა და დაიპყრონ მწვერვალები. აქვე შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ კონკურსის მიმდინარეობისას, აბსოლუტურად ობიქტური გარემო იყო, რაც თითოეული მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესია. მადლობა ამისთვის „ეტალონს“.

ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ტათევიკ ხოცანიანმა კი მეორე ადგილი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, ჩემპიონატში მონაწილეობა ადრეც მიუღია, მოპოვებულმა საპრიზო ადგილმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა:

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპრიზო ადგილზე გავედი და სიმართლე გითხრათ, არ ველოდი; საოცარი ემოცია გახლდათ იმ პროექტში წარმატება, რომელსაც ასე ვგულშემატკივრობ.

ნვერ მინასიანი, ორჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩატარდა და სიმართლე გითხრათ, სხვა მოლოდინი არც გვქონია. „ეტალონი“ ყოველთვის“ ახერხებს, იყოს საუკეთესო. მოხარული ვარ, ჩემი სკოლის მოსწავლემ საპრიზო ადგილი რომ დაიმსახურა, თუმცა უნდა ვაღიარო - პირველ ადგილს ველოდი; მინდოდა, გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის. 

ჰაიასტან მარტიროსიანი, ზაკის სკოლის მოსწავლეა, რომელმაც კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა და ახლა საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

მე ძალიან მაგარი ვარ „ეტალონთან“ ერთად - ესაა პროექტი, რომელიც მიყვარს და მიხარია, საპრიზო ადგილზე რომ გავედი. მეთერთმეტე კლასში ვარ და იმედია, გაისად ვეღარ მოვახერხებ, თუმცა ვისურვებდი კვლავ მომცემოდა მონაწილეობის შესაძლებლობა, რათა მეტად გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები.

ვარდუჰი მკრტჩიანი, ზაკის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა ყოველ წელს მონაწილეობს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში და ბავშვებსაც ძალიან უყვართ ეს პროექტი. უნდა გენახათ, რამდენს სურდა მონაწილეობა და გულშემატკივრებიც როგორ ლამობდნენ შემოსვლას, თუმცა სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციამ არ მოგვცა საშუალება, ღონისძიება უფრო მასშტაბური ყოფილიყო. მე კი, როგორც სკოლის დირექტორს, ჩემი მოსწავლეების წარმატება ყოველთვის მაბედნიერებს. 


დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება