მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების გამო, თბილისში კიდევ ექვსი საბავშვო ბაღი დაიხურა.
როგორც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან, 12 ოქტომბრიდან დღემდე, აღნიშნული მიზეზით 20 ბაღია დახურული.
შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს, სამუშაო პროცესი არ განახლდა ოთხ დაწესებულებაში, რომელთა პერსონალსა და ბავშვებს შორის კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაფიქსირდა. მომდევნო დღეებში ამ ბაღებს დაემატა კიდევ ათი ბაღი, დღეს კი, კიდევ 6-ის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი. დახურული ბაღებია: #35, #53, #89, #153, #190, #93, #99, #29, #36, #4, #21, „ხუთკუნჭულა“, #16, #72, #213, #186, #59, „იმედი“, #216, #160.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა