სიახლეები
სიახლეები

მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლები დააჯილდოვა - „ძალიან მნიშვნელოვანია დღეა! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული შრომისთვის“
16-10-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა პლატფორმის დანერგვის დროს გამოჩენილი ენთუზიაზმისა და მონდომებისთვის და საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღეა! მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო მასწავლებლებს “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში წარმატებული მონაწილეობა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ენთუზიაზმისა და გაწეული შრომისთვის. საქართველოში თქვენი ჩართულობით დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი - Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა! ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს კომპანია „Microsoft“-დან, განსაკუთრებით კი განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტს ენტონი სალსიტოს, რომელიც მუდმივად გვეხმარება და ხელს გვიწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში „Microsoft“-ის პროდუქტების ეფექტურად დანერგვაში.

როგორც მოგეხსენებათ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რეფორმა ეფექტურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ რეფორმის ზოგიერთი მიმართულება: ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამებში თანამედროვე ინოვაციური იდეების ასახვა. ამ პროცესს ძალიან უწყობს ხელს Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსია. შესაბამისად, მისი დანერგვა ჩვენს სკოლებში რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია.

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების სასიცოცხლო აუცილებლობა კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო აშკარად დაგვანახა. დარწმუნებული ვარ, რომ  Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა ძალიან ეფექტური ნაბიჯი იქნება განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით“ , - მიმართა მინისტრმა პედაგოგებს. 

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმა ეტაპობრივად საქართველოს ყველა სკოლაში დანერგება. თამაშით სწავლა - 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა - სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდის. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სწავლის პროცესი ყოველთვის უნდა იწვევდეს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს. თამაშზე დაფუძნებული სწავლება არის ის მიდგომა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. “Minecraft Education Edition” პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება. პროგრამის, როგორც დამატებითი რესურსის, გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად, საშუალო განათლების ნებისმიერ საფეხურზე.

დაჯილდოების ონლაინ საზეიმო ცერემონიალზე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა თეა შეროზიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვის კუთხით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც “Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის “Mindworks Education” ჩართულობით ხორციელდება. “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის მიზნით პირველ ეტაპზე გადამზადდა 150-ზე მეტი პედაგოგი. პროცესი დისტანციურად წარიმართა. გადამზადებული მასწავლებლები შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ “Minecraft“-ის სხვა სკოლებში დანერგვასა და სასწავლო პროცესში ეფექტიან ინტეგრირებაში.

პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა შეიმუშავეს კომპლექსური დავალებები I-X კლასის კლასებისთვის. ასევე, მოამზადა ინსტრუქციები მასწავლებლებისათვის. საგანმანათლებლო რესურსების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://eduminecraft.mindworks.ge/ პილოტირების ეტაპზე V-X კლასების 2000-მდე მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად ქმნიდა სამყაროებს შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში (ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, მუსიკა) და ეუფლებოდა საგნობრივ და გამჭოლ კომპეტენციებს.


პროექტის ფარგლებში ჩატარდა 4-დღიანი ონლაინ კონფერენცია, სადაც გადამზადებულმა მასწავლებლებმა პრეზენტაციების საშუალებით საკუთარი შედეგები სხვა პედაგოგებსაც გაუზიარეს. კონფერენციას 1000-ზე მეტი ონლაინ მსმენელი ჰყავდა. კონფერენციის ვიდეოჩანაწერები განთავსებულია ბმულზე

“Minecraft Education Edition” – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მორგებულია თითოეულ მოსწავლეზე და ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. “Minecraft Education Edition” იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ, იგი მოქნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება