მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.
ამჯერად, ''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.
ღონისძიებას ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე, გამგებლის მოადგილე იოსებ ტყემალაძე, ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მანანა გოზალიშვილი, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.ნინო შველიძე თავის შთაბეჭდილებებს Etaloni.ge-ს უზიარებს:
''გამარჯვებას მართლა არ ველოდი. ვერც გამოვხატავ, ისეთი გახარებული ვარ. გარდა იმისა, რომ კარგად ვსწავლობ, გამარჯვების მოპოვებაში ჩემი მასწავლებლები და დასახული მიზნისკენ სწრაფვა დამეხმარა. ''ეტალონში'' გამარჯვებამ უფრო თავდაჯერებული გამხადა. ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ კიდევ უფრო კარგად ვისწავლო და განვვითარდე.''
ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი:
''ნამდვილად კარგი ღონისძიება იყო. მოსწავლეებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს. ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მოსწავლეებს, რომ შემდეგშიც მიიღონ მონაწილეობა ''ეტალონში''. ინტელექტ-შეჯიბრის მიმართ დადებითად და პოზიტიურად ვართ განწყობილი.''
ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი:
''კარგად ორგანიზებული ღონისძიება არაჩვეულებრივად წაიყვანა გოჩა ტყეშელაშვილმა. დადებითად ვართ ამ პროექტის მიმართ განწყობილები. ნამდვილად აუცილებელია ეს პროექტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. მუდამ გვერდით დავუდგებით ისეთ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეების სწავლა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ''ეტალონი'' უმნიშვნელოვანესი პროექტია. მომავალშიც აუცილებლად დავესწრები ინტელექტ-შეჯიბრის ღონისძიებებს.''
ლაგოდეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მანანა გოზალიშვილი:
''ჩვენ უკვე 5 წელია ''ეტალონთან'' ვთანამშრომლობთ. პროექტი გვეხმარება ნიჭიერი ბავშვების მოძიებაში. ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფლის სკოლების მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი ნაკლებად არიან ასეთ ღონისძიებებში ჩართულები. მე და ჩემი შესანიშნავი კოლექტივი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასეთი მოსწავლეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ინტელექტ-შეჯიბრში. მონაწილეებმა ძალიან მაღალი შედეგი აჩვენეს. ყველა სკოლის დირექტორი, მასწავლებელი, მშობელი აღფრთოვანებულები იყვნენ ჩატარებული ღონისძიებით. ჩვენმა იდეალურმა, ერთ მუშტად შეკრულმა კოლექტივმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასე დავხვედროდით ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს, საკუთარი ხელით მოვაწყვეთ დარბაზი, წვიმაში ვზიდეთ სკამები და მაგიდები, რომ ყველაფერი ლამაზი და ეფექტური ყოფილიყო. თითოეულ სტუმარს მადლობის ფურცელი დახვდა, დარბაზი ძალიან ლამაზი ბურთებით გავაფორმეთ.''
ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე:
''ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო. დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებში, მოსწავლეებსა და მშობლებში. ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გავაცანით ახალი, საინტერესო პროექტი Izrune.ge. ძალიან კმაყოფილები ვართ და ''ეტალონში'' მომავალშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.''
არეშფერანის სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე:
''მთელი დღის განმავლობაში მასწავლებლები და მოსწავლეები
სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ ''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ესტუმრნენ სკოლას.
ჩვენ დიდი ხანია ამ პროექტის გულშემატკივრები ვართ. ეს არის ბავშვის განვითარებაზე
ორიენტირებული ინტელექტ-შეჯიბრი. ასე, რომ
შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ მთელი სკოლა.''
''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი ღონისძიების მომზადება-ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის, მადლობას უხდის ლაგოდეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მთელ კოლექტივს და პირადად დირექტორს, მანანა გოზალიშვილს.
''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ნინო შველიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.