მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა დღეს თითქოს აღარავის უკვირს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის, უფრო სწორად კი უპასუხისმგებლობის გამო, საკმაოდ მძიმე შედეგები დგება.
როგორც etaloni.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თბილისის N160 სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი გახდა სხვა მასწავლებლის ინფიცირების წყარო.
ანონიმური ზარის საშუალებით, შეგვატყობინეს, რომ თურმე წინა დღეს, ეს მასწავლებელი კოვიდინფიცირებულის ოჯახში მისულა, იქ კარგი ქართული, ტრადიციული სუფრა გაშლილა თავის განსხვავებულებით და დამშვიდობებისას „ჩახუტებებით“, მეორე დღეს კი პედაგოგი სკოლაში გამოცხადებულა; ჯერ სამასწავლებლოში შეუვლია, შემდეგ გაკვეთილები ჩაუტარებია და ბოლოს მოსწავლეებთან „სელფებიც“ გადაუღია.
შედეგად კი, ამ სკოლის კონკრეტული მასწავლებელი დაინფიცირდა. რისკ-ჯგუფის მიუხედავად, ეს ადამიანი კლინიკაში არ გადაიყვანეს, ხოლო ტელეფონით ოჯახის ექიმმა ანტიბიოტიკი დაუნიშნა, თუმცა არა კონკრეტული. როდესაც პედაგოგმა პრეპარატის დაკონკრეტება სთხოვა, ექიმმა უპასუხა, მე აქ 160 ლარს მიხდიან, კორონიანი პაციენტები თავზე მაყრია და ყველას სათითაოდ ვერ გამოგეკიდებით, რომელი ანტიბიოტიკიც ოდესღაც მიგიღია, ისევ ის დალიეო... ამ საკითხის მეტად განვრცობას ახლა არ ვაპირებთ და ეს ცალკე საუბრის თემაა;
ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად სკოლას, ინფორმაციის დასაზუსტებლად დირექტორს, დინარი ფიფიას დავუკავშირდით, რომელმაც პედაგოგების ინფიცირების ფაქტი კატეგორიულად უარყო და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ N160 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები დისტანციურად სწავლობენ.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან თავს შეგნებულად შევიკავებ, მაგრამ საკითხავია - სადაა მათი შეგნება, ვისაც წესით ეს ყველაზე მეტად მოეთხოვება?!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო