მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა ელენე შაბურიშვილმა, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა.
მეექვსეკლასელებმა პროექტის ტიპის კომპლექსურმა დავალება შეასრულეს.
„ჩვენს მიწა-წყალზე შემოსული ფერადი შემოდგომა თავისი სილამაზითა და სევდით ასახეს მეექვსე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მარიკა მიქაძე) საპრეზენტაციო ნამუშევრებში.
ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა ელენე შაბურიშვილმა ნაწარმოებზე - „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“ მუშაობისას ავტორის სათქმელის ამოსაცნობად მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა აღსაზრდელებს. პროექტის ტიპის კომპლექსურმა დავალებამ მოსწავლეები დააფიქრა ჟანრის, ტროპების მნიშვნელობასა და დეტალებზე, მათ შეძლეს გაეაზრებინათ სიცოცხლის წყურვილი, გარემოსა და საკუთარი მიწის მნიშვნელობა, გაეზიარებინათ ფოთლის სიყვარული და სიცოცხლესთან განშორების ტკივილი. წითელ-ყვითელი ფოთლები დაფარფატებენ გარშემო და ყველას თავისი სათქმელი აქვს, თავისი ისტორია, რაც კარგად წარმოჩნდა მათ ნააზრევში. შემოდგომისეული სილამაზის მნახველს სურვილი გიჩნდება ყველას აჩვენო ქვეყნის სილამაზე, გააცნო ჩამოცვენილ ფოთოლთა წარსული: „წამყე ბეთანიისაკენ...“
ჩვენი სკოლა პანდემიის უჩვეულო პირობებშიც აგრძელებს ზრუნვას მომავალი თაობების განათლებაზე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც