მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N12 საჯარო სკოლაში IIIბ კლასმა (მასწავლებლები: თამუნა ხიზანიშვილი და მარიკა უსენაშვილი) შემოდგომის კვირეული ინტეგრირებული გაკვეთილებით დააგვირგვინა.
მოსწავლეების და მასწავლებლების ფანტაზია უკიდეგანო აღმოჩნდა. მათ ხელოვნების გაკვეთილზე, ჯადოსნური ხე დახატეს და სხვადასხვა ხილით შეამკეს. მათთვის შემოდგომა მხოლოდ ხილის და ლამაზი ყვითელი ფოთლების ზეიმით არ შემოიფარგლა, მოსწავლეებმა პური სკოლაში თავად გამოაცხვეს. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ქართულის გაკვეთილზე პურის რეცეპტი ჩაიწერეს, მათემატიკაზე მისი თვითღირებულება დაიანგარიშეს და მოგება გამოთვალეს, ინგლისური ენის გაკვეთილზე, რეცეპტი ინგლისურად თარგმნეს, ბუნების გაკვეთილზე კი უკვე პური გამოაცხვეს. ბავშვები ბედნიერები ჩანდნენ. თითოეულ მათგანს არასოდეს დაავიწყდება ეს დღე, მათ ხომ ცხოვრების ერთი დიდი გაკვეთილი ჩაუტარდათ საყვარელ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა