მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ Iა და Iბ კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს.
„დღეს „ანაბასისში“ საზეიმო განწყობა იგრძნობოდა, Iა და Iბ კლასში პატარებს უძვირფასესი სტუმარი ეწვია, რომელთან ერთადაც მათ ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. ჯადოსნური სასახლის 33 ასო-ბგერამ „ანაბასისელი“ პატარების გულები გაახარა. წიგნის კითხვის დაუფლება მათ ამ ჯადოსნური დღით დაიწყეს და წინ უამრავი ბედნიერი და საინტერესო მოგზაურობა ელოდებათ. ვულოცავთ პატარა „ანაბასისელებს“ დღევანდელ დღეს და ვუსურვებთ ცოდნისაკენ მიმავალი გზა გაცისკროვნებული და წარმატებული ყოფილიყოს მათთვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
Iა და Iბ კლასის პედაგოგები ლოლიტა ნებიერიძე და ეკატერინე ჯიმშიაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა