სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში სლოგანების კონკურსი ჩატარდა
19-10-2020
-
+


პროექტ u-18 ის ფარგლებში 18 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში
ჩატარდა სლოგანების კონკურსი თემაზე: „მე წავალ არჩევნებზე, “ „ჩემი მოქალაქეობრივი ვალი,“ „ ხმას ვაძლევ უკეთეს მომავალს.“

სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ლამზირა ოსეფაშვილმა და მონაწილე მე-9 -მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახის ინტერიერი შეცვალეს, გაჭიმულ ძაფზე დაკიდეს მოსწავლეთა საკონკურსო ნამუშევრები, ესეები. მოსწავლეებმა წარადგინეს საკონკურსო ნამუშევრები.

სკოლის დირექტორმა, ინგა მიქელაძემ პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე სიგელებით დააჯილდოვა.

„ამგვარი აქტივობით მოსწავლეებს უყალიბდებათ სამოქალაქო შეგნება, აცნობიერებენ, რომ ყოველი ხმა გადამწყვეტია, რომ მათზეა დამოკიდებული უკეთესი მომავლის მშენებლობა. მოსწავლეებმა აგრეთვე გააცნობიერეს, რომ დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში აქტიური მოქალაქეების არსებობასთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო მეტი მოქალაქე მონაწილეობს დემოკრატიულ პროცესებში, ქვეყნის მართვას ხელისუფლება მით უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობით ეკიდება. მმართველი პარტია კი
ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. საგანი სამოქალაქო განათლება არის ცოდნის ტრანსფერის გამოხატულება, პრაქტიკული მოქმედებებით. მოსწავლეებს უყალიბდებათ კრიტიკული, სინთეზური აზროვნება,
უმაღლდებათ თავდაჯერებულობა, ხდებიან ინიციატივიანები და დამოუკიდებელნი. მოსწავლეებს ეცვლებათ ღირებულებები საარჩევნო სამართალთან დაკავშირებით და ხვდებიან რომ სახლში დარჩენა დანაშაულის ტოლფასია. ეჭვგარეშეა, როდესაც გახდებიან სრულწლოვნები, ობიექტურ, სამართლიან გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებენ და ხმას მისცემენ იმ კანდიდატს, ვისაც უკეთესი წარსული აქვს, გააჩნია სამოქმედო გეგმა, კომპეტენტურია, აქვს ხალხზე ზრუნვის სურვილი და გამოცდილება.

ყოველი ჩვენთაგანი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების თანამონაწილეა და გვაქვს მზაობა არსებული შევცვალოთ უკეთესობისაკენ. შემდეგ კვირას დაგეგმილი გვაქვს იმიტირებული არჩევნები“, - აღნიშნავს ​სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება