მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლაში ერთი კვირის წინ კონკურსი - „ჩვენ შეგვიძლია ლამაზად ლექსის წაკითხვა“ დაიწყო.
კონკურსში IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა მარიამ ფაილოძემ. მეორე ადგილი კი ანასტასია კინწურაშვილს ერგო. ორივე გამარჯვებული სიგელებით დაჯილდოვდა.
„მათ წაიკითხეს სხვადასხვა პოეტის ლექსები, გადავიღეთ ვიდეო და სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე განვათავსეთ. შემფასებელი იყო ხალხი, ვინც მეტ მოწონებას დაიმსახურებდა ის გახდებოდა გამარჯვებული. პაექრობა მიმდინარეობდა 1 კვირის განმავლობაში და შეწყდა დღეს 10 საათზე, საბოლოოდ პირველი ადგილი მოიპოვა მარიამ ფაილოძემ და მეორე ადგილი ანასტასია კინწურაშვილმა. ორივე გამარჯვებული დაჯილდოვდა სიგელებით და საჩუქრებით, ნინო დანელიას მიერ. სკოლის სახელით ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. აღნიშნული კონკურსი ყოველთვიურია და შეფასების სხვადასხვა სისტემა იქნება გამარჯვებულის გამოსავლენად გამოყენებული“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
კლასის დამრიგებელი ნინო დანელია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა