მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხურიშვილი, საკუთარ ნოველას გვიძიარებს, რომელიც ცხოვრებისეულ სირთლეებს, მის ამაოებასა და „ბეწვის ხიდზე“ გავლილ ყოველ ნაბიჯს შეეხება.
დიდი შავი ორმო
- რა არის შენთვის საზოგადოებრივი ჰუმანურობის მაგალითი?
- კეთილსინდისიერება, რომლსაც ყველა შორიდან ეტრფის მაგრამ, ახლოს მისვლას ვერ ბედავს. იცით, რატომ?- ამის სწორად აღქმის უნარი არ გააჩნიათ...
- შენთვის რა იყო კეთილსინდისიერების ერთგვარი ნიმუში?
ჩემი ზოგადი მიდგომა ამ ცხოვრების მიმართ - არ ვიტყუები, არ ვმლიქვნელობ, ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ადგილია და არც ერთი წამით არ ვუსწრებ ჩემი ცხოვრების სავალ ბილიკს...
- შენი ბილიკის სტანდარტულობა და სწორუპოვრობა მისაღებია?
-მე ასეთი ცხოვრების შვილი ვარ, დავიბადე მართალ ოჯახში, შრომითა და გაჭირვებით მოვყვები დინებას. ხან რომელმა ქარმა გამიტაცა, ხან რომელმა დარდმა შემიყოლა, მაგრამ არ დავნებდი, ნელი სვლით მოვედი აქამდე... ამის მერე ჩემი ბილიკი სწორუპოვარი როგორ იქნება? შეიძლება ის დამრეცი გზაა, სადაც ათასი დაბრკოლება მელის, მაგრამ მაინც მივიწევ წინ იმიტომ, რომ ჩემია და ჩემთვისაა გამიზნული!
- დაცემის არ გეშინია?
- მე უფრო იმის მეშინია, დაცემულს, რამდენი ადამიანი შემაშველებს დახმარების ხელს? სწორედ ამაში იკვეთება კეთილსინდისიერება და საზოგადოებრივი ჰუმანურობაც!
- შენთვის რა არის სიმართლე?
ის, რომ ადამიანთან გულგაშლილი და გულწრფელი უნდა იყო, რამდენჯერაც ტყუილი აღმოგხდება, იმდენჯერ აღრმავებ საკუთარ სამარეს. ეს ერთგვარი ორმოა, დიდი, შავი ორმო, შიგნით ხარ ჩაფლული და თავის დაღწევას ვერ ახერხებ, იკარგები, ილექები,დნები სანთელივით და ამ ყველაფერის მიზეზი თავად ხარ!
- იქნება ამ წუმპედან სიყვარულმა ამოგიყვანოს?
- არა, სადაც ტყუილია, იქ სიყვარული შეუძლებელია არსებობდეს, სიყვარული იქ ვითარდება, სადაც გულწრფელობა და ერთგულებაა... რა უნდა სიყვარულს სიბნელეში, უიმედობაში, უსინათლო სივრცეში... იქ ის ვერც საზრდოობს, ვერც ყვავის, ვერც იზრდება უნიათო და უსიცოცხლოა!
გამოდის, რომ სიყვარული სიცოცხლის სიმბოლოა!
ჩვენ ყველა მისი სიმბოლური დატვირთვით ვიზრდებით, ვვითარდებით, მივილტვით სიცოცხლისკენ. ვესწრაფვით ბედნიერებისკენ მანამ, სანამ პატივმოყვარეობა არ წაგვძლევს. მერე ხდება გრძნობების გადახარისხება, თითქოს პირველ ადგილზე ეგოისტური ზრახვები, მეორე ადგილზე ამბიციები, მესამე ადგილზე მატერიალური ზნეობა,სიყვარული უგზოუკვლოდ ქრება... ვცხოვრობთ ჩვენ მიერ აგებულ ციხე-კოშკებში, უსიყვარულოდ, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე, ვშორდებით ერსაც და ბერსაც, ემოციებსაც და სათნოებასაც. უფლისა და მრწამსის გარეშე დავბორიალობთ, სანამ უეცრად არ აღმოვჩნდებით წუმპეში , შველას კი უზენაესს ვთხოვთ, დანატოვარ სინდისსაც ვჯიჯგნით, იქნებ სადღაც სიმართლის მარცვალი ვიპოვოთ...
მაგრამ არა... მტრობის, ეგოიზმის, შურის მსხვერპლია ადამიანი!
სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გამოკიდებული ბეწვის ხიდი, არ იცი, სად გაწყდება წკირი, უშედეგოდ ებღაუჭები სიცოცხლეს, მაგრამ საკუთარ ბედს შენი განვლილი ცხოვრებით აკნინებ, ყოველგვარი წრფელი დიადის წინაშე. მე მეშინია ბეწვის ხიდის - რა იცი, სად ძევს ამ უკუნეთის ფსკერი, რომელიც დიდი ლოდინით შემოგყურებს უსასრულობიდან!20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა