მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოსწავლეებმა გააკეთეს არჩევანი ყველა კლასიდან. საარჩევნო პროცესმა წარმატებით ჩაიარა.
„სკოლის თვითმმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
განსაკუთრებით არის აღსანიშნავი, რომ საშუალო საფეხურის თვითმმართველობას აქვს გამორჩეული ფუნქცია; ის ირჩევს თავის წარმომადგენელს, სკოლის წარმმადგენლობით ორგანოს-სამეურვეო საბჭოს სრულუფლებიან წევრად.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა სავანეთის საჯარო სკოლაში. არჩევნები სკოლაში ოქტომბრის მეორე კვირიდან დაიწყო.
მოსწავლეები აირჩნენ საბაზო და საშუალო საფეხურიდან, ხოლო არჩეული საშუალო საფეხურის წარმომადგენელი კი შევიდა სკოლის წარმმადგენლობით ორგანოში - სამეურვეო საბჭოში, რომელსაც
მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია;
მოსწავლეებმა გააკეთეს არჩევანი ყოველი კლასიდან. სწორედ მეათე კლასში გადიან თემას; მოსწავლეთა თვითმმართველობა, თემის შესწავლის შემდეგ მეათე კლასის მოსწავლეებმა მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი, თეორიის პრაქტიკაში გადატანა, საარჩევნო ყუთის გამოყენებით სხვადასხვა კლასებში შესვლა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მათი არჩევანის დაფიქსირება.
გარდა თვითმმართველობის არჩევნებისა, ჩატარდა მეორე სახის აქტივობა: მოსწავლეები ირჩევენ კლასის ლიდერს, რომელიც იზრუნებს კლასზე, ყოველ თვეს ანგარიშს გააკეთებს მისი კლასის მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და სამეურვეო საბჭოს წარუდგენს. ეს აქტივობა კიდევ გრძელდება.
იმედია წლის ბოლომდე ასეთი ჩართულობით და სამოქალაქო აქტიურობებით გაგრძელდება სასწავლო პროცესი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“