მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უფროსკლასელების საკლასო ოთახებში დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა.
ჩხენკელის თქმით, VII-XII კლასის მოსწავლეების სკოლაში დაბრუნება ამ სემესტრში მოხდება, თუმცა ეს პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„მაღალი კლასების, VII-XII კლასის მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ცხადია ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია, ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში მოხდება. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რასაკვირველია ჩვენ საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ, თუმცა ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ვთხოვო, რომ საჭიროა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, რათა ჩვენს ბავშვებს ჰქონდეს საშუალება საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
იხილეთ ასევე: „VII-XII კლასის მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნება ამ სემესტრში მოხდება“ - განათლების მინისტრი დეტალებზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა