სიახლეები
სკოლები

„ჯავახელი გოგო ვარ მე“- ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ჰასმიკ პეტროსიანმა მშობლიურ მხარეს ლექსი მიუძღვნა
20-10-2020
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ჰასმიკ პეტროსიანმა მშობლიური მხარეს ლექსი - „ჯავახელი გოგო ვარ მე“ მიუძღვნა. 

ჰასმიკ პეტროსიანი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეა. მან ხავეთის სკოლა ახალქალაქის „ეტალონის“ ღონისძიებაზე წარადგინა, სადაც მნიშვნელოვანი დავალებაც მიიღო.

„ახალქალაქში „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ვმონაწილეობდი და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის დავალებით დავწერე ლექსი - ახალქალაქისა და ჯავახეთის შესახებ, იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ“,- გვწერს მოსწავლე. 

„ჯავახელი გოგო ვარ მე“

ჯავახეთის მთებს შორის,
აბულსა და სამსარს შუას
ისტორიით საუკუნიანი,
ჩემი ქალაქი ახალქალაქი.

ჯავახეთის გოგო ვარ მე
და არ მინდა სხვა სადმე.
თუნდაც გავიდეს ასი წელი
არ დამვიწყდება ჩემი ერი.
 
მიყვარს შენი მთა და ბარი
ჩემი ძველი ახალქალაქი.
მიყვარს შენი ტბა და ბაღი
სიყვარულით სავსე ქალაქი.

გაქვს ამაყი დიდი გული
ძლიერია ხალხის სული.
იყავი შენ სულ მდგრადი,
ჩემი საყვარელი აკვანი.
 
სულ იყავი დალოცვილი
სამარადისო და სამუდამო.
იყავი შენ ძველებური
და იყავი დახვეწილი,
ჩემო სამშობლო ახალქალაქო!

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება