მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება მარტვილში, კერძო სკოლა „სხივში“ იმართება.
მარტვილის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მარტვილის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ტარდება.
ღონისძიებაზე მოსწავლეები ერთმანეთს „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
ასევე იხილეთ:
„ეტალონი“ აუცილებელია, რადგან მხოლოდ წიგნი და ონლაინ გაკვეთილები საკმარისი არ არის“ - მარტვილში ტესტირების I ტური წარმატებით გაიმართა
„ეტალონი“ მარტვილში გაიმართება - იხილეთ მონაწილეთა სია
მარტვილის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება