მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ღია სივრცეში მოწყობილი საკონკურსო გარემო; ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარებული საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ მეორე ტურის ღონისძიება და რაც მთავარია - გამარჯვების სიხარული - ემოცია, რომელსაც კონკურსის საპრიზო ადგილებზე გასული ერთგული „ეტალონელები“ უბრალოდ ვერ მალავდნენ...
ეს ყველაფერი კი თერჯოლის მუნიციპალიტეტში ხდებოდა, ჩემპიონატს ღვანკითის საჯარო სკოლამ უმასპინძლა, რომლის დირექტორმაც, ღირსეული მასპინძლობის შემდეგ, „ეტალონის“ მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა; თუმცა აჯობებს, ამ ყველაფერზე იმ ადამიანებმა ისაუბრონ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ორგანიზებაში და ლომის წილი შეიტანა იმაში, რომ ღონისძიება ისე ჩატარებულიყო, როგორ თერჯოლას, თერჯოლის წარმომადგენლებსა და რაღა თქმა უნდა, თავად „ეტალონს“ შეშვენის.
მანუჩარ რობაქიძე, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი:
„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია, რომელიც წლებია ტრადიციას არ ღალატობს და ახლაც, ეპიდვითარების მიუხედავად, რაც მთავარია, რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცისქვეშ ჩატარდა, რაც ძალიან გვახარებს. ადგილობრივი ხელისუფლება კი აქტიურადაა ჩართული ასეთ პროექტებში და ხელს უწყობს მათ განხორციელებას, რადგან როდესაც საქმე ეხება მომავალი თაობების განათლებას, იქ სხვაგვარი დამოკიდებულება წარმოუდგენელია.
გურამ თურქაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:
ღია ცისქვეშ „ეტალონის“ ჩატარება ნამდვილად ნოვაცია იყო, რომელიც მგონი, სხვებმაც გადაიღეს, ისე მოეწონათ. არც კი ვიცი, როგორ შევაფასო ეს პროექტი - „ეტალონი“ იმდენად შინაური და სისხლხორცეული გახდა თითოეული ჩვენგანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რომ მოსწავლეების ყოველთვის მოუთმენლად ელიან კონკურსის ჩატარებას.
ნამდვილად შრომატევადი იყო ღია ცისქვეშ ასეთი ღონისძიების ჩატარება, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი - თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული და მოხარული ვარ, ამ დიდ საქმეში ადგილობრივი ხელისუფლება ასე აქტიურად რომაა ჩართული. „ეტალონი“ ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბავშვებს სტიმულს აძლევს, ჰქონდეთ მიზანი და იბრძოლონ ამ მიზნის მისაღწევად.
ქეთევან შეყრილაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
განსხვავებულ გარემოში მოგვიწია წელს „ეტალონის“ მეორე ტურის ღონისძიების ჩატარება, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა პირადად ფორმატითაც და შედეგებითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა იმისთვის, რომ ყველაფრის მიუხედავად, ტრადიცია გაგრძელდა - კონკურსი ჩატარდა და „ეტალონის“ გუნდმა, ბატონი გოჩას ხელმძღვანელობით, ჩვენს მოსწავლეებს ასეთი სიხარული მიანიჭა.
ინეზა ზამთარაძე, ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორი:
მივესალმები „ეტალონს“, რომლის გულშემატკივარიც, წლებია ვარ და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად საამაყო იყო, როცა შევიტყვე, ჩვენ უნდა გვემასპინძლა ასეთი ღონისძიებისთვის. ეს ხეივანი, სადაც ღონისძიება ჩატარდა, ბაგრატიონთა ნასახლარია, ულამაზესი ადგილი, რომელიც „ეტალონმა“ უფრო გაალამაზა. გამოგიტყდებით - საპასუხისმგებლო იყო ამხელა ღონისძიების მასპინძლობა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რეგულაციების დაცვით, მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველგვეყო, თითოეული ჩვენგანი იყო ჩართული სამზადისში, მერიის წარმომადგენლებიც კი და მიუხედავად იმისა, ჩემი სკოლის წარმომადგენელი ვერ გავიდა საპრიზო ადგილზე, ამაყი ვარ, როგორც სკოლის დირექტორი და დარწმუნებული ვარ, ჩემი მოსწავლეებიც არაერთ წარმატებას მოიპოვებენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურში, პირველ ადგილზე თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი, გიორგი ჯუღელი გავიდა, რომელმაც, როგორც თავადვე აღნიშნა, ღირსეული მოწინააღმდეგეების მიუხედავად, ეს გამარჯვება არავის დაუთმო:
ძალიან მიყვარს ეს პროექტი და პირველად ნამდვილად არ ვმონაწილეობდი, თუმცა ეს ჩემი პირველი გამარჯვება გახლდათ და მართლაც წარმოუდგენელი ემოციაა; მით უმეტეს, ცოტა უჩვეულო ფორმატით - ღია ცისქვეშ ჩატარდა და ეს ერთგვარი სიახლე იყო თითოეული მონაწილისთვის. რომ გითხრათ, გამარჯვებას ველოდი, სიმართლე არ იქნება, რადგან საკმაოდ ძლიერი და ღირსეული მოწინააღმდეგეები მყავდა, თუმცა ფაქტია - მქონდა მიზანი და მე მას მივაღწიე. „ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს და მე პირადად, მონაწილეობით და რაღა თქმა უნდა - გამარჯვებით, თვითშეფასება უდავოდ ამიმაღლდა. აქვე კი, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემ სკოლას, საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება რომ მომეცა.
რუსუდან უსუფაშვილი, თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
გიორგი საოცარი პიროვნებაა, ნაკითხი, დინჯი, განათლებული და მე, როგორც სკოლის დირექტორი, უდავოდ ვამაყობ მისი წარმატებით, თუმცა სიმართლე გითხრათ, 100%-ით დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში. საოცარი უნარები აქვს, თუმცა სწრაფი აზროვნება ერთგვარი ბარიერი იყო, რომელიც ახლა უკვე დაძლეულია. ღონისძიების დასასრულს, სანამ ბატონი გოჩა გამარჯვებულს გამოაცხადებდა, საკმაოდ რთული იყო მოლოდინი, თუმცა ამად ღირდა. ეს იყო ნამდვილი ფოიერვერკი არა მხოლოდ მონაწილეების, არამედ გულშემატკივრებისთვისაც. შინაგანად სავსე და პოზიტიური ემოციებით დავბრუნდით . დიდი მადლობა ასეთი ლამაზი პროექტისთვის.
ცოტნე არაბიძე კი, რომელიც მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა, ეწრის საჯარო სკოლიდანაა და მიუხედავად იმისა, ისიც თავდაუზოგავად იბრძოდა გამარჯვებისთვის, არც საკუთარი შედეგითაა უკმაყოფილო და ემოციებსაც გვიზიარებს:
სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა, „ეტალონი“ ღია სივრცეში რომ ჩატარდა რადგან მეტი თავისუფლება იგრძნობოდა და ამან არა მხოლოდ ჩვენს განწყობაზე, არამედ შედეგებზეც დადებითად იმოქმედა. გული დამწყდა, პირველი ადგილი რომ დავთმე, თუმცა რა გაეწყობა, ვფიქრობ, ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიე კონკურენტებს და ვიმედოვნებ, სამომავლოდ, უკეთესი შედეგები მექნება.
დათო არაბიძე, ეწრის საჯარო სკოლის დირექტორი:
მე გამარჯვება მინდოდა... როგორც სკოლის დირექტორი, ნამდვილად ვამაყობ საკუთარი მოსწავლის შედეგით, მაგრამ გამოგიტყდებით, როგორც მამა - უკმაყოფილო ვარ. მათემატიკაში ცოტნე ძალიან ძლიერია და ელემენტარული შეცდომები ჰქონდა დაშვებული... რას ვიზამთ, შვილის მიმართ უფრო მკაცრი ვარ! იმედია, მომავალ წელს უკეთესი შედეგი გვექნება და გამარჯვებასაც მოვიპოვებთ.
ნინო აბჟანდაძე კი ახალთერჯოლის საჯარო სკოლის „ღირსებას იცავდა“. მესამე საპრიზო ადგილიც მოიპოვა და როგორც გვითხრა, დანებებას არ აპირებს - მანამ იბრძოლებს, სანამ გამარჯვებული არ გახდება:
„ეტალონში“ მეორედ მივიღე მონაწილეობა, თუმცა პირველ ჯერზე ნაკლებად გამიმართლა. ახლა კი იმდენად მქონდა მიზნად დასახული - მესახელებინა ოჯახი, სკოლა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა ღირსეული წინააღმდეგობა გამეწია კონკურენტებისთვის.
საპრიზო ადგილი მაინც დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის და როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ვერც კი წარმოვიდგინე, მე თუ მგულისხმობდნენ, ეს იყო დაუვიწყარი ემოცია და მოტივატორი - გაისად უკეთესი შედეგები მქონდეს. ზოგადად „ეტალონს“, ასევე izrune.ge-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემს სასკოლო ცხოვრებაში და მადლობა ამისთვის.
ნინო თოდიძე, ახალთერჯოლის საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან კარგი პროექტია და ჩვენც ერთგვარ ტრადიციად გვექცა - ჩვენი სკოლა თითქმის ყველა კონკურსში აუცილებლად მონაწილეობს.
რაც შეეხება ნინიკოს და მის საპრიზო ადგილს - მე, როგორც სკოლის დირექტორი, ამაყი ვარ ამ შედეგით, თუმცა გაისადაც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და გამარჯვებისთვისაც ვიბრძოლებთ.
იხილეთ ღონისძიების ფოტოები
„ეტალონი“ ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბავშვებს სტიმულს აძლევს, ჰქონდეთ მიზანი და იბრძოლონ ამ მიზნის მისაღწევად“
გთავაზობთ თერჯოლის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
ინტელექტ-ჩემპიონატი ღია ცის ქვეშ ტარდება - მალე „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
„ეტალონი“ თერჯოლაში ჩატარდება - იხილეთ მონაწილეთა სია
„ეტალონმა“ ამ სიტუაციაშიც შეძლო არ დარღვეულიყო ტრადიცია“ - თერჯოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
თერჯოლის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე