სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ნამდვილად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის“ - თელავში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირება წარმატებით ჩატარდა
20-10-2020
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად შერჩეული პედაგოგების მიერ ჩატარდა. მოსწავლეთა შედეგებსა და ტესტირების მიმდინარეობაზე შთაბეჭდილებები სკოლის დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა etaloni.ge-ს გაუზიარეს:

თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. პანდემიის პირობებში საკმაოდ კარგი აქტივობა იყო, თუ არ ვცდები 70 მოსწავლე შეირჩა. ბავშვებში ინტერესი მაღალი იყო და საკმაოდ კმაყოფილები არიან.

„ეტალონი“ ნამდვილად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის და ამას მათი მაღალი ინტერესიც ადასტურებს. მშობლებიც მუდმივად გულშემატკივრობენ შვილებს, რომ კარგი შედეგი აჩვენონ.  

კურდღელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი მუმლაური:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა, რეკომენდაციების სრული დაცვით და მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი ჩართულობით. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ „ეტალონის“ ტესტირებაში.

კურდღელაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ნინოშვილი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, 40-მდე მოსწავლე იღებდა ტესტირებაში მონაწილეობას. მათი უმეტესობა შედეგითაც კმაყოფილი დარჩა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესში დაცული იყო ყველა რეკომენდაცია და გათვალისწინებული იყო ყველა ის წესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის გაწერილი.

კონდოლის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა სომღულაშვილი:

როგორც ვიცი,  საკმაოდ აქტიურად იყვნენ მოსწავლეები ჩართულნი ტესტირებაში. პირველი ტურის ფარგლებში ყველა რეკომენდაცია დაცული იყო ახლაც ისევე, როგორც ზოგადად, სწავლის პროცესში გვაქვს ხოლმე. ახლა მოსწავლეებთან ერთად დიდი ინტერესით ველოდებით მეორე ტურს.

კონდოლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინა ჩაჩხიანი:

ტესტირებამ მშვენივრად ჩაიარა. საკმაოდ აქტიურად იყვნენ ბავშვები ჩართულნი, განსაკუთრებით აქტიური იყო მერვე კლასი, თუმცა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებიც იღებდნენ ტესტირებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, ტესტებიც ძალიან კარგად არის შერჩეული პროგრამის შესაბამისად და მოსწავლეებისთვის არ იყო იმდენად რთული.

თელავის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ბედმანიკაშვილი:

შედეგები ჯერ არ ვიცით, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები როგორც ყოველთვის წელსაც ინტერესით და დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ ჩემპიონატის გამართვას.

თელავის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ჯიმშიტაშვილი:

აქტიურობა ნაკლებად იყო პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ყველა რეკომენდაციის დაცვით. სულ 15 მოსწავლე იყო ჩართული და როგორც თავად ბავშვები აღნიშნავენ, თავი კარგად გაართვეს ტესტებს.

იხილეთ ასევე: თელავის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება