სიახლეები
სიახლეები

სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა - რისი უფლება მიენიჭათ სკოლებსა და რესურსცენტრებს? 
21-10-2020
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესში ცვლილება შევიდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, თუ დადგენილ ვადებში სკოლა ვერ შეარჩევს გრიფირებულ სახელმძღვანელოს, მაშინ რესურსცენტრი იღებს გადაწყვეტილებას რომელი წიგნი შევიდეს სკოლაში.

„იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში − რესურსცენტი) ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

ბრძანებაში ჩაიწერა, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირს აქვს უფლება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო სივრცეში გაცნობისა და არგუმენტირებული შენიშვნა ან/და მოსაზრება გამოხატოს.

ამასთან, განათლების სამინისტროს თანხმობით, სკოლას შეუძლია შეცვალოს არეული გრიფირებული სახელმძღვანელო სხვა, ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი.

სკოლა ასევე უფლებამოსილია, უცხოური ენების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოები. სკოლა, განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სერიის შერჩევისთვის დადგენილ ვადაში.

თითოეულ საგანში შინაარსობრივ რეცენზირებაში საუკეთესო შედეგების მქონე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია შესაძლებელია ითარგმნოს   რუსულ,  სომხურ  და აზერბაიჯანულ ენებზე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების  მოსწავლეებისთვის/მასწავლებლებისათვის. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება