მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
19 ოქტომბერს, ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის შენობის ინტერიერი, საკლასო ოთახები, კაბინეტ-ლაბორატორიები, დამხმარე სათავსოები, საპირფარეშოები, სპორტული დარბაზები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კვების ობიექტი, სულ 6500 კვ.მ ფართობი დამუშავდა სპეციალური სადეზინფექციო მაღალი აქტიური ხსნარით, რომელსაც გააჩნია სადეზინფექციო ფართო სპექტრი: ბაქტერიოციდული, მიკრობაქტერიოციდული, ფინგიოციდური და ვირუსიციდული.
სადეზინფექციო სამუშაოები ქუთაისის დეზინფექციისა და სპეც. ეპიდ.ზედამხედველობის სამსახურმა შეასრულა.
სამსახურის დირექტორმა, რუსუდან ხაჭაპურიძემ ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების საკითხებზე სკოლის თანამშრომლებთან საინფორმაციო საუბრები ჩაატარა. მან მადლობა გადაუხადა სკოლის თანამშრომლებს, მისცა შესაბამისი რეკომენდაციები.
სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა დასუფთავდა სველი წესით, ყველანაირი რეკომენდაციების დაცვით.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა