მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, სასწავლო პროცესი გარდაბნის კიდევ ორ საჯარო სკოლაში შეწყდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, სასწავლო პროცესი გარდაბნის კიდევ ორ საჯარო სკოლაში შეწყდა.
სასწავლო პროცესი დღეისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სკოლასა და სამ საბავშვო ბაღშია შეწყვეტილი. მთლიანად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა გარდაბნის ორი სკოლა, სოფელ გამარჯვებისა და მარტყოფის საჯარო სკოლები, ამასთანავე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა სოფელ გამარჯვების სამ საბავშვო ბაღში.
ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების 76 ახალი შემთხვევიდან 2 გარდაბანში დაფიქსირდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გარდაბანში 20-ით გაიზარდა და 72-ს მიაღწია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა