მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა მოსწავლეებს eTwinning-ის პროექტის - S.O.S! Save the Blue planet! ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ. (ხელმძღვანელი: სკოლის დირექტორი იზოლდა ხვიჩავა).
პროექტში, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზების ძიება, მონაწილეობდნენ მოსწავლეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„პროექტის ფარგლებში მათ შეისწავლეს თუ რა იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს, წყალდიდობებს, მიწისძვრებს, ხანძარს, მოიძიეს ინფორმაციები ინტერნეტში, თუ რა შედეგები მოაქვს ამ კატასტროფებს, როგორ შეიძლება ავიცილოთ ისინი თავიდან. გააცნობიერეს გარემოს დაბინძურების საფრთხეები, გაკვეთილების შემდეგ რჩებოდნენ სკოლაში და ერთმანეთს უზიარებდნენ იმ თავდაცვითი ქცევის წესებს, რომელთა ცოდნაც საჭიროა სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. მოაწყვეს დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, გაუზიარეს ერთმანეთს გარემოზე ზრუნვის მაგალითები. კორონავირუსის პანდემიის დროს ერთმანეთს უკავშირდებოდნენ დისტანციურად, ხდებოდა აზრთა ურთიერთგაზიარება. შექმნეს პროექტის ლოგო, რუკა, ონლაინ თამაშები. წარმოადგინეს თავიანთი თავი, სკოლები, ქვეყნები, დაამზადეს ნახატები, პოსტერები, ვიდეორგოლები გარემოზე ზრუნვის მოწოდებებით, რომლის შესაქმნელადაც იმუშავეს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში, განამტკიცეს ისტის უნარები, გადაიღეს მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტოები და განათავსეს Twinspaceზე-ზე. შეიქმნა ასევე პროექტის ბლოგი, სადაც განთავსდა მოსწავლეთა ნამუშევრები. განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, კვლევის, ენობრივი, შემოქმედებითი, ინფორმაციის გადამოწმების უნარ-ჩვევები. გაუჩნდათ ბუნებისადმი ინტერესი და პატივისცემა. ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს პროექტის წარმატებით განხორციელებას და სასურველი შედეგის მიღებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კურსი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა