TOP ნიუსი
სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ საქართველოს ბედნიერი მომავლი აქვს და ღირსეული თაობები გვეზრდება“
21-10-2020
-
+


მოგეხსენებათ, სვანეთში როგორ აფასებენ ტრადიციებს, ჰოდა, წარმოუდგენელი იყო, ეპიდსიტუაციის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ„ეტალონისმეორე ტურის ღონისძიება მესტიაში არ ჩაგვეტარებინა. პირობა პირობაა და მას შესრულება უნდა - ესეტალონმაძალიან კარგად იცის. აქედან გამომდინარე, არსებული რეგულაციების სრული დაცვით, თითოეული მონაწილისა უსაფრთხოების გათვალისწინებით, „ეტალონი“ მესტიაში ღირსეულად ჩატარდა.

იყო დიდი ჟრიამული, საოცარი გარემო და რაღა თქმა უნდა, წარმატებული მოსწავლეების უდიდესი სიხარული - ემოცია, რომელის გადმოცემაც სიტყვებით გაგვიჭირდება. თუმცა მაინც შევეცდებით, ცოტა ხნით, მესტიის მუნიციპალიტეტში „გამოგზაუროთ“ და გიამბოთ, რა ემოცია დაუტოვა „ეტალონმა“ კონკურსანტებს.

დარეჯან ნიგურიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

ძალიან კმაყოფილი ვარ „ეტალონი“ ეპიდვითარების მიუხედავად მესტიაში რომ ჩატარდა. ეს იყო უდიდესი სიხარული არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ პედაგოგებისა და მშობლებისთვის, რადგან ესაა ერთადერთი პროექტი, რომელიც არსებულ რეალობაში მუშაობს და დიდი მადლობა ამისთვის ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს... ასევე მადლობა სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს და რაღა თქმა უნდა მშობლებს... მათ მოახერხეს, რომ ბავშვების ჩართულობა ყოფილიყო მაღალი და ეს ძალიან მაბედნიერებს.

თამარ ჯაფარიძე, მესტიის N1 საჯარო სკოლის ახლა უკვეეტალონი მოსწავლეა“, რომელმაც ეს ტიტული პირველად მოიპოვა, თუმცა, როგორც გვითხრა, წარმატება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, დღესაც უჭირს დაჯერება, რომ პირველ ადგილზე გავიდა:

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ჩემ სახელსა და გვარს თუ გამოაცხადებდნენ... საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა და მოხარული ვარ, ღირსეული წინააღმდეგობა რომ გავუწიე და პირველ ადგილზე აღმოვჩნდი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ „ეტალონი“ არის საოცარი, ძალიან კარგი პროექტი, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენას ჰმატებს და ვფიქრობ, ესაა მთავარი.

ნანა რატიანი, მესტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ ყოვლისა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიება შესანიშნავად ჩატარდა; ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა რეგულაცია უმკაცრესად იყო დაცული და „ეტალონისგან“ სხვაგვარ დამოკიდებულებას არც ველოდით.

მოსწავლეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყვეს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი უნდა ჩამოსულიყო და მადლობა იმისთვის, რომ ბრწყინვალედ მუშაობს „ეტალონის“ გუნდი. ჩვენი მოსწავლის გამარჯვება კი უდიდესი სტიმულია თითოეული ჩვენგანისთვის, ვაპირებთ izrune.ge-შიც პირველები ვიყოთ.

ეტლონისინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელი კი ნინი გვარმიანი გახლავთ, ნაკრის საჯარო სკოლიდან, რომელიც ჩვენთან საუბარში სიხარულს ვერ მალავდა და ისიც კი გვითხრა - მინდა, „ეტალონი“ ყოველდღე იყოსო:

ნამდვილად არ ველოდი ასეთ წარმატებას და პირველ რიგში, უბედენიერესი ვარ, ასეთ პროექტში მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა. იმდენად მიყვარს „ეტალონი“, მინდა, ყოველდღე იმართებოდეს. მეორე ადგილი ნამდვილად დიდი მოულოდნელობა იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ღირსეული მეტოქეები მყავდა.

სპარტაკ გვარმიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და ესაა უდიდესი გამოცდილება ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომელიც მათი ცოდნის ხარისხზე დადებითად აისახება. სწორედ „ეტალონი“ ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ საქართველოს ბედნიერი მომავლი აქვს და ღირსეული თაობები გვეზრდება. რაც შეეხება ნინის - არაჩვეულებრივი მოსწავლეა, მიზანმიმართული, წარმატებული და იმედი მაქვს, მომავალში დიდ მწვერვალებს დაიპყრობს.

ლევან ფილფანი კი ლენჯერის N1 საჯარო სკოლიდან, მესამე ადგილზე გავიდა, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ასეთ წარმატებას არ ელოდა:

ინტელექტ-ჩემპიონატში მეორედ მივიღე მონაწილეობა და სიმართლე გითხრათ, საპრიზო ადგილს ნამდვილად არ ველოდი. ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც დამეხმარება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე... ზოგადად, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს სწავლის მოტივაციასა და საკუთარი თავის რწმენას სძენს.

ლალი ხაფთანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოხარული ვარ, რომ ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მაინც ჩატარდა და რაც მთავარია, უმკაცრესად იყო დაცული ყველა რეგულაცია. ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ლევან ფილფანმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა თუმცა სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, რადგან მეტი შეეძლო... იმედია, მომავალში ჩვენი მოსწავლეები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ და ჩვენ, „ეტალონთან“ ერთად“, მათი წარმატებები გაგვაბედნიერებს.



ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება