მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთში 11-ვე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ონლაინ სწავლება 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევის შედეგად მიიღეს.
მისივე თქმით, კორონავირუსი 8 საჯარო სკოლაში, როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს დაუდგინდათ და კონტაქტების მოკვლევა ამ დრომდე გრძელდება.
„22 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, 11-ვე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, რაც გამოწვეულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით. ამ ერთი კვირის მანძილზე ყველა კონტაქტების მოძიება მოხდება, რამდენიმე მოსწავლეს აქვს „პისიარ“ ტესტი აღებული, ველოდებით პასუხებს. ამიტომ ამ პერიოდში, ყველა საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 11 საჯარო სკოლიდან 8 საჯარო სკოლაში დაფიქსირებულია კოვიდ ინფექციის შემთხვევა. გარდა ამისა, წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო კერძო სკოლამ, მოგვმართა რესურს ცენტრს ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით კვლავაც განაგრძობენ მეცადინეობას დასწრებითი ფორმით, ხოლო მე-7 - დან მე -12 კლასებში 2 ნოემბრამდე დისტანციური ფორმატით ისწავლიან,“- განაცხადა გოჩა ქორქიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა