მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტში ეროვნული ინტელექტ-ჩემიონატ „ეტალონის“ მეორე ტურის ღონისძიება ისე ჩატარდა, როგორც ეს ჩვენს პროექტსა და თავად მასპინძელ ხონელებს შეშვენის. იყო ბევრი ემოცია, ოვაცია, გამარჯვების სიხარული და იქ, წამით, დრო გაჩერდა - თითქოს არც ეპიდვითარება არსებობდა და კორონამაც იმ დროს, ასე ვთქვათ, უკან დაიხია. ასე იცის ერთგული მეგობრების ნანატრმა შეხვედრამ და ღონისძიებამ, რომელიც მომავალი თაობების განათლებასა და მათ მომავალს ემსახურება.
ხათუნა ქობალია, ხონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
წელს განსხვავებულ გარემოში მოგვიწია „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება, თუმცა შექმნილ ვითარებას, ხელი არ შეუშლია, ხონის მუნიციპალიტეტში ცოდნის ნამდვილი დღესასწაული ყოფილიყო. მოსწავლეთა ჩართულობითაც კმაყოფილი ვარ და მათი შედეგებითაც. „ეტალონი“ მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტი რომაა, ეს ხონში ჩატარებულმა მეორე ეტაპის ღონისძიებამაც ცხადყო. უყვართ ბავშვებს „ეტალონი“ და სიხარულით მონაწილეობენ. მადლობა ამისთვის „ეტალონს“, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც ასეთი დღესასწაული გვაჩუქეს.
ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე, ხონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გახლავთ... იმ სკოლისა, რომელმაც ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლა და კომენტარზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა:
დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, უდიდესი პასუხისმგებლობაა, უმასპინძლო ასეთ ღონისძიებას და ვფიქრობ, ჩვენმა სკოლამ ამ ამოცანას კარგად გაართვა თავი... თუმცა ეს არცაა გასაკვირი - თავად „ეტალონის“ გუნდი, იმდენად მოწესრიგებული, მობილიზებული ჩამოვიდა, რომ ღონისძიება უდავოდ წარმატებით ჩავატარეთ.
პირადად, „ეტალონის“ გულშემატკივარი ვარ და ვიცი, ის სრულად მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების, ჩვენი მომავალი თაობების ინტერესებზე.
ლუკა სულაბერიძე, ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლეა, ხონის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურში პირველი ადგილი მოიპოვა და ახლა უკვე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია:
პატარა ასაკიდანვე თვალ-ყურს ვადევნებდი „ეტალონს“და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის აღმაფრთოვანებდა მონაწილე ბავშვების ცოდნა, მათი სხარტი აზროვნების უნარი, რაც მოტივაციას მაძლევდა, რომ მიმეღო ამ კონკურსში მონაწილეობა.
პირველი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ, გულწრფელად გეტყვით, გამარჯვების იმედი გამიჩნდა და დღეს ბედნიერი ვარ, ჩემი ძალისხმევა, სწავლისადმი თავდადება სწორედ ამ გამარჯვების საფუძველი აღმოჩნდა. მიხარია, რომ მომეცა საშუალება - ჩემი პედაგოგები, სკოლა და ოჯახი მესახელებინა. ეს იმ დაუღალავი შრომის შედეგია, რასაც ჩემს პედაგოგებთან ერთად, ვეწეოდი წლების განმავლობაში. გმადლობ, რომ არსებობს „ეტალონი“.
მედეა გორდაძე, ხონის მუნიციპალიტეტის, ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორი:
მადლობა „ეტალონს“, რომ არსებობს! ეს პროექტი ჩვენი ბავშვების შესაძლებლობების, ცოდნის გამოვლენას უწყობს ხელს და მიხარია, ვამაყობ ლუკას გამარჯვებით. ესაა საოცარი მოსწავლე, რომელსაც მთელი სკოლა ვგულშემატკივრობდით, ამ დროს, გამოგიტყდებით, კონკურსში ჩემი შვილიშვილიც მონაწილეობდა... თუმცა ლუკამ საოცარი შედეგი აჩვენა... „ეტალონი“ ძალიან ობიექტური პროექტია დ მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მისი არსებობისთვის, თუმცა ეს ყველაფერი მთელი შემოქმედებითი გუნდის დამსახურებაა - გვაბედნიერებს, ასეთი ყურადღებიანები და თქვენი საქმის პროფესიონალები რომ ხართ. წლებია სკოლის დირექტორი ვარ და ასეთი ობიექტური კონკურსი, როგორიც „ეტალონია“, ჯერ არ მინახავს.
მარიამ ცაგურია ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლე გახლავთ, რომელმაც ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მეორე, საპრიზო ადგილი მოიპოვა, თუმცა როგორც გაგვიმხილა, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს:
„ეტალონი“ ძალიან მომწონს და სწორედ იმიტომ, რომ საკუთარი თავისა თუ შესაძლებლობის წარმოჩენის საშუალებას გვაძლევს, უკვე მესამე წელია ვმონაწილეობ. საუკეთესო ათეულშიც მოვხვდი - მეოთხე ადგილზე, თუმცა სამეულის პრიზიორობა ნამდვილად დიდი სიხარულია. საკუთარი შედეგითაც კმაყოფილი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, გაისად პირველ ადგილს მოვიპოვებ - ეს არის ჩემი მიზანი.
ზურაბ თოდუა ხონის მუნიციპალიტეტის, ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეტალონი“ ძალიან მომწონს და სიმართლე გითხრათ, დაარსების დღიდან თქვენი გულშემატკივარი ვარ. დღეს კი ორმაგად მაბედნიერებს ის, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ესაა უმაგრესი პროექტი, რომელიც მომავალი თაობების შესაძლებლობების გამოვლენას ემსახურება.
პროექტის გამარჯვებულიც გვყოლია და თუმცა ხშირად არა, ჩვენი მოსწავლეები მუდამ გვახარებენ საკუთარი წარმატებით. რაც შეეხება მარიამს, საოცარი გოგონაა, საუკეთესო პიროვნება, მოსწავლე და ყოველმხრივ გამორჩეული.
ლიზა ბობოხიძე კი, დედალაურის საჯარო სკოლიდან, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. როგორც თავად გვითხრა, იგი ერთგული „ეტალონელია“:
ძალიან მიყვარს ეტალონი და 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ვმონაწილეობ. მაშინ მესამე საპრიზო ადგილი ავიღე, შარშან - მეორე და სიმართლე გითხრათ, წელს პირველი ადგილისთვის ვიბრძოდი, თუმცა რა გაეწყობა...
გულიკო ფირცხალავა, ხონის მუნიციპალიტეტის, დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი მოსწავლის შედეგით... აღარაფერს ვამბობ თავად „ეტალონზე“. სამწუხაროდ, ინტერნეტის პრობლემების გამო, ხშირად ვერ ვერთვებით ყველა აქტივობაში, რომელსაც გვთავაზობთ, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი ბავშვები თავს არ ზოგავენ, იყვნენ საუკეთესოები, საუკეთესოთა შორის. სხვათა შორის, ჩვენი სკოლიდან კიდევ ერთი მოსწავლე იყო, რომელიც ათეულში მოხვდა... მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს... 2018-2019 წლებში ლიზამ მესამე და მეორე ადგილები აიღო და ღონისძიების დაწყებამდე, ბატონ გოჩას ვეხუმრე კიდეც - წელს პირველ ადგილს ველოდებით-თქო... ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი მადლობის მეტი, ნამდვილად არაფერი გვეთქმის - კმაყოფილი ვარ ჩემი მოსწავლეების შედეგებით და აღფრთვანებული ვარ „ეტალონით“.
ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
იხილეთ ასევე
გთავაზობთ ხონის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
„ტესტირება ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ჩავატარეთ“ - ხონში ინტელექტ-ჩემპიონატის ტესტირების პირველი ეტაპი გაიმართა
„ეტალონი“ ხონში ჩატარდება - იხილეთ მონაწილეთა სია
ხონის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე