სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს საინტერესო ექსპერიმენტებით სწავლობენ
22-10-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის პროცესში სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტები ჩაატარეს. 

გთავაზობთ, პედაგოგი ხათუნა უსტიაშვილის სწავლების მეთოდს, რომელის საშუალებითაც იგი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლება საბაზო საგანმანათლებლო სივრცეში ერთ მხრივ საინტერესოა, რადგან სამყაროს აღქმასა და შემეცნებას უყრის საფუძველს, ხოლო მეორე მხრივ რთულია, რადგან მზა ფორმულების, ტერმინოლოგიის და განმარტების დამახსოვრება - ათვისებას მოითხოვს. სწორედ დაწყებით საფეხურზე იწყებს მოსწავლე ყოველდღიურ ცხოვრებაში სწავლას, სამყაროს შეცნობასა და შესწავლილი მასალით ყოველდღიურ ცხოვრებასთან ადაპტირებას. მისი ინტერესიც უფრო და უფრო ღვივდება.

ყოველ ჯერზე ვფიქრობ, მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის ამაღლებაზე. სახალისო და საინტერესოა ექსპერიმენტების ჩატარება ხელს უწყობს შემდგომში მოსწავლეებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. ვფიქრობ, მარტივი ექსპერიმენტებით სწავლება ყოველთვის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს უკეთ აითვისონ ნებისმიერი სირთულის მასალა და დაინტერესდნენ საგნით.

მოსწავლეები წარმოადგინეს საკუთარ ექსპერიმენტებს როგორც „მეცნიერები“ და უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას თანაკლასელებს ონლაინ სწავლების პერიოდშიც კი. თავად აკვირდებიან, მსჯელობენ და გამოაქვთ დასკვნები. ეს ხელს უწყობს ასევე საგაკვეთილო მასალის ადვილად აღქმას და დამახსოვრებას", - აღნიშნავს ხათუნა უსტიაშვილი.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი ხათუნა უსტიაშვილი.

ანანო კონცელიძე - 5 კლასი
მარი ცეცხლაძე - 5 კლასი
ლიზი აბულაძე - 5 კლასი
ნინი მამუშაძე - 6 კლასი
ნიკა მოფინაძე- 6 კლასი

წარმოგიდგენთ ჩისუბნის N2 საჯარო სკოლის 5 – 6 კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებულ ექსპერიმენტებს.







კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება