სიახლეები
ეტალონი

„ყველა მოწოდებული წესი და რეგულაცია დაცული გვქონდა“ - ასპინძის მუნიციპალიტეტში ტესტირების I  ტური ჩატარდა
26-10-2020
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლის დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

ასპინძის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი:

მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი „ეტალონის“ პირველ ტურში. „ეტალონი“ არაერთი წელია ტარდება ჩვენს მუნიციპალიტეტში და ყოველთვის საკმაოდ მაღალი აქტივობა და ინტერესი აქვთ მოსწავლეებს. მე ყოველთვის მივესალმები მსგავსი ტიპის აქტივობებს. „ეტალონი“ მოსწავლეებს საკუთარი თავისა და ცოდნის გამოვლენის საშუალებას აძლევს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. იმედი მაქვს ფინალშიც ვიქნებით და წარმატებას მივაღწევთ.

ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ქავთარაძე:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ტესტირების პროცესში ჩართულნი და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს.

იმის გამო, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, სულ სამი მოსწავლე მონაწილეობდა, თუმცა ტესტირების შედეგებით კმაყოფილნი ვართ.

ხერთვისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ობოლაშვილი:

ტესტირების შედეგებით მოსწავლეები კმაყოფილები არიან. პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა და მინდა გითხრათ, რომ ტესტის დასაწერად საკმაოდ მცირე დრო დასჭირდათ. 3 მოსწავლე იყო ტესტირებაში ჩართული ერთი მერვე და ორი მეცხრე კლასელი მონაწილეობდა. დადგენილი ზღვარი ორმა მოსწავლემ გადალახა.

ჭობარეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა ჯვარიძე:

„ეტალონის“ პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტესტირებაში, შემდეგ ტურში ორი მოსწავლე გადავიდა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო ტესტები იყო. მეც გადავხედე და ყველა საგნიდან იყო კითხვები მოსული და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად.

ჭობარეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან ზედგინიძე:

ყველა მოსწავლე, რომელსაც საშუალება ჰქონდა ტესტში მონაწილეობა მიეღო ჩართული იყო ჩემპიონატში. სულ 8 მოსწავლე მონაწილეობდა. უკეთესი შედეგების მიღებაც შეეძლოთ მოსწავლეებს, თუმცა ალბათ, დისტანციურმა სწავლებამ თავისი გავლენა იქონია და ბავშვებიც ცოტათი გააზარმაცა.

ოშორის საჯარო სკოლის დირექტორი დავით კობერიძე:

20-მდე მოსწავლე იყო ტესტირებაში ჩართული და პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა. ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით იყო დაცული და ტესტირების პროცესს მასწავლებლები აკვირდებოდნენ.

მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეებს ყოველთვის  დიდი ინტერესი აქვთ „ეტალონში“ მონაწილეობის, ამიტომ ყოველთვის ელიან ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებას.

ოშორის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი კესო წაქაძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. 20 მოსწავლე მონაწილეობდა და მეორე ტურში 6 მოსწავლე გადავიდა. მათი შედეგები საკმაოდ მაღალი იყო და კმაყოფილები ვართ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ყველა მოწოდებული წესი და რეგულაცია დაცული გვქონდა. მოსწავლეები დისტანციის დაცვით ისხდნენ და ტესტირების პროცესში მათ პედაგოგი აკვირდებოდა.

იხილეთ ასევე: ასპინძის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება