მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მე-7 სკოლაში ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლა რამდენიმე დღით დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა.
როგორც თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი აცხადებს, არჩევნებისთვის ხელის შეშლის პრევენციის მიზნით, სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი, 3 ნოემბრის ჩათვლით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.
„მე-7 სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს აღმოაჩნდა კოვიდინფექცია. ამის გამო ჩვენ მივმართეთ უკვე განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით გადავწყვიტეთ 2 დღე - ორშაბათი და სამშაბათი, ჩვენი მიმართვის საფუძველზე სკოლა გადასულიყო დისტანციურ სწავლებაზე. ოთხშაბათიდან, მინისტრის ბრძანებით, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები გვაქვს, რომ არ შეიქმნას აქაც რთული სიტუაცია, სკოლები გადადის დისტანციურ სწავლებაზე 3 ნოემბრის ჩათვლით,“ - აცხადებს თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა