სიახლეები
ეტალონი, სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლა

''საგარეჯოს ეტალონ მოსწავლეს'' გამგეობა სტიპენდიას დაუნიშნავს
20-10-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ''საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

''საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს უდაბნოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ტატო ჩართოლანი დაეუფლა. 

ტატო ჩართოლანი თავის შთაბეჭდილებებს Etaloni.ge 
უზიარებს:

''შეჯიბრის მომენტში მაქსიმალურად ვიყავი მობილიზებული და ყურადღებით ვაკვირდებოდი კითხვებს. როდესაც სამეულში ჩემი გვარი გამოაცხადეს, ჩემში იმედმა გაიღვიძა, რომ შეიძლებოდა გამარჯვებული გავმხდარიყავი, ხოლო, როდესაც გამარჯვებულად დამასახელეს, ემოციებს ვერ ვმალავდი, ძალიან გამიხარდა, რომ ეს შევძელი. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, ბევრი იკითხონ, ბევრი ისწავლონ, მეტი განათლება მიიღონ, საკუთარი თავის იმედი არ დაკარგონ და ისინი აუცილებლად შეძლებენ გამარჯვებას.'' 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი:

''ჩემი აზრით, ''ეტალონი'' საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული და აუცილებელი პროექტია. მივესალმებით ინტელექტ-შეჯიბრს.''

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი:

''შთამბეჭდავი ღონისძიება იყო. ჩვენთვის მოულოდნელი იყო სიახლე, რომელიც ბატონმა გოჩამ შემოგვთავაზა. იდეა ითვალისწინებს ახალი პორტალის დაარსებას და მასში მშობლებისა და ბავშვების ჩართვას. მიმაჩნია, რომ ეს იყო ნამდვილად სასიამოვნო სიახლე, რომელიც ბავშვებსა და მშობლებს წაადგებათ. რაც შეეხება ღონისძიებას, ყველაფერი ტრადიციულად კარგად ორგანიზებული იყო. გამარჯვებულიც ღირსეულად გამოვლინდა''. 

საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე:

''სანამ ''ეტალონის'' ღონისძიება დაიწყებოდა, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ვიყავი უდაბნოს სკოლაში, წინა წლის ''ეტალონი'' მოსწავლის მოსანახულებლად და პრიზის გადასაცემად. ეს იყო საოცარი სიხარული, საოცარი კეთილგანწყობა ბატონი გოჩას მიმართ. კონცერტით დაგვხვდნენ, ასე გამოხატეს საოცარი მადლიერება პროექტისადმი. დამსახურებულად, ცოდნის დონის მიხედვით შერჩნენ მოსწავლეები, საოცარი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა. სკოლები, მოსწავლეები, მშობლები, ადმინისტრაცია პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ პროექტის მიმართ და მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ვიყოთ აქტიურები.''

საგარეჯოს N1 სკოლის დირექტორი ლელა ფანოზიშვილი:

''პროექტი პირდაპირ ორიენტირებულია მოსწავლეებზე. მათი მხრიდან ჩართულობა მაღალია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროექტი წარმატებულია. ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა, გარემოც ძალიან კარგად იყო მოწყობილი.''

უდაბნოს სკოლის დირექტორი მაია გელაშვილი:

''რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ''ეტალონი'' ეროვნული პროექტია, რომელიც მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლენის საშუალებას აძლევს. გუშინდელ ღონისძიებას რაც შეეხება, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.''

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ოცეულში გასული მოსწავლეები, ექსკურსიით ეროვნულ მუზეუმს მოინახულებენ. ხოლო ''საგარეჯოს ეტალონ მოსწავლე'' ტატო ჩართოლანს, გამეგობა 2018 წლის იანვრიდან სტიპენდიას დაუნიშნავს 100 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ ''საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ტატო ჩართოლანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან, ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება