მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, COVID19-ის პრევენციის მიზნით მობილიზებას მოახდენენ სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტების, რეზიდენტებისა და იმ მედპერსონალის, რომლებიც დღეისთვის დასაქმებულები არ არიან.
„რეკომენდაცია იყო იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ სამედიცინო ქსელის მობილიზება. აქ შედიან ჩემი ის კოლეგები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან, ასევე მაღალი კურსის, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები და რეზიდენტები. (ანუ ლაპარაკია ელემენტარული სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებზე) დღეს ჩვენ ომში ვართ. ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი და მე-2 მსოფლიო ომში მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როცა საჭიროა უნდა მოხდეს სრული მობილიზება, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის და მათ შორის, სტუდენტების. „ქოლ-ცენტრით“ მართვა, ადამიანის დარიგება, რეკომენდაციების მიცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ, მოკლე კურიკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადებისთვის, ანუ რა ძირითადი პრინციპები უნდა იცოდნენ მათ კოვიდზე. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმთა ასისტენტებად ისინი თავისუფლად იმუშავებენ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა