მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის N12 საჯარო სკოლაში პროექტი „ახალგაზრდა ქართველებს აქვთ საკუთარი ხმა“ განხორციელდა. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში. სკოლის დირექცია პროექტში ჩართულ მოსწავლეებს აქტიურობისთვის მადლობას უხდის.
„პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათ მონაწილეობას არჩევნების პროცესში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების გააზრებას, გათავისებას იმისა, რომ ახალგაზრდებს აქვთ მნიშვნელოვანი „ხმა“ სახელმწიფოში, აქვთ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა და პოლიტიკურ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის უფლება.
პროექტის ფარგლებში გაიმართა საპარლამენტო არჩევნების სიმულაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის სასკოლო კლუბების-სამოქალაქო განათლების და ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები, თვითმართველობის წევრები და მოხალისე მოსწვავლეები.
სიმულაცია შედგებოდა სამი მოდულისგან, სამივე ნაწილი იყო ინტერაქტიული, მაღალი იყო მოსწავლეთა მზაობა, პასუხისმგებლობა და მოტივაცია.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ პროცესში, წარმატებით ჩადგნენ და გაითავისეს სხვადასხვა როლები, ყველაზე მთავარი მათი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურა დებატებისა და დისკუსიების დროს იყო მისაბაძი და მაღალზნეობრივი. ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ გვქონდა უკუკავშირი, მოსწავლეთა თქმით, სიმულაცია იყო მათთვის საინტერესო, ბევრის მომცემი და ცხოვრებისეული.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში, დებატის კულტურის ჩამოყალიბებაში, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, საარჩევნო კამპანიის დროს პროგრამებს გაანალიზებაში, ლიდერობის უნარების განვითარებაში, მოქლაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაში.
ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლელა წურწუმია, გეოგრაფიის მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი.
პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია „ქართლოსის“ და პოლონური ფონდი RITA-ს მხარდაჭერით (ღონისძიება გაიმართა პანდემიასთან დაკავშირებული სრული წესების და რეკომენდაციების დაცვით სკოლის ღია სივრცეში).
მადლობას ვუხდით სკოლის სახელით ყველა ჩართულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც