მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ქაჩლიშვილი საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის პიროვნული განვითარების პროგრამის მონაწილეა.
„პროგრამას დადებითად შევაფასებდი რადგან საკმაოდ მრავლის მომცემი და ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებულია განვიხილავთ ისეთი სახის სფეროებს და პრობლემებს რაც ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
თითქმის ყველა ტრენინგი რომელსაც რამდენიმე წლის მანძილზე დავსწრებივარ მაძლევდა შანსს მესწავლა რაიმე ახალი.
რაც შეეხება აღნიშნულ ტრენინგს, მომცა ინფორმაცია მრავალ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე მათგან გამოვარჩევდი განათლების სისტემას რომელმაც ჩემი განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა არაფორმალური განათლება არის გზა განვითარებასა და წარმატებისკენ. ეს ის სფეროა, სადაც შეგიძლია შენი თავი აღმოაჩინო. ფორმალური განათლება არ გაძლევს საშუალებას გასცდე ჩარჩოებს და განივითარო სხვადასხვა უნარ-ჩვევები რომლებიც დაგეხმარება მომავლის სწორად წარმართვაში. სწორედ ამ უნარების გამომუშავებაში კი გვეხმარება მსგავსი ტიპის ტრენინგები პროექტები და საერთო ჯამში არაფორმალური განათლება“.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის N2 საჯარო სკოლისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა