მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ბაზერაშვილმა საგანში - „ჩვენი საქართველო“ საინტერესო დავალება შეასრულა. მოსწავლეს უნდა დაეწერა, რომლითაც სხვა ქვეყნიდან თანატოლს საქართველოში ჩამოსვლით დააინტერესებდა. მისი წერილი მართლაც რომ შთამბეჭდავია.
„მინდა მოგიწვიო ჩემს საოცარ ქვეყანაში, სადაც ერთდროულად შეგიძლია მოინახულო: ზღვაც, უდაბნიც და თოვლიც. აქ დააგემოვნებ: ჩურჩხელას, ხინკალს და ხაჭაპურს. მოუსმენ საოცარ ფოლკლირს და ნახავ ღვთაებრივ ცეკვებს. გაჩვენებ მცხეთას, რომელიც ადრე საქართველოს დედაქალაქი იყო. აქედან იქადაგა წმინდა ნინომ ქრისტეს სჯული. ნახავ როგორ უერთდება ორი მდინარე: არაგვი და მტკვარი ერთმანეთს, რაც ძალიან ლამაზია. მცხეთის ტერიტორიაზე 200 - ზე მეტი არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს. სვეტიცხოველი კი ჩვენი სამშობლოს სიცოცხლის ძალას, მისი გაუტეხლობის სიმბოლოს განასახიერებს. მე შოთა რუსთაველის სამშობლოდან ვარ, ვაჟა-ფშაველას მიწაზე დავდივარ, იაკობ გოგებაშვილის დედაენით ავიდგი ენა,დავით აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ, გიორგი სააკაძის და თამარ მეფის სისხლი მიჩქეფს, ვახტანგ გორგასლის სამშობლოდან ვარ, ნიკო ფიროსმანის და გალაკტიონ ტაბიძის მიწაა ეს - დედაღვთისმშობლის რჩეული მხარე, ქეთევან დედოფლის სამშობლოდან ვარ, აკაკი წერეთლის და ილია ჭავჭავაძის ნასუნთქი ჰაერით ვსუნთქავ. აქ უფლის სიყვარულს თავს სწირავენ და რწმენას არავინ არ ჰყიდის ფულზე. - დიახ, მე ვარ საქართველოდან, გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან!“, - წერს ბარბარე ბაზერაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა