მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ პროექტში „არაფორმალური განათლების და დისტანციური სწავლების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“ მონაწილეობდნენ.
პროექტი დაფინანსებული იყო საქართველოს „ღია საზოგადეობის ფონდის“ მიერ.
„ეს პროექტი უნიკალური და ინოვაციური იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ვინაიდან პანდემიის დროს საგანმანათლებლო დებატების ტრენინგებსა და ტურნირების ჩატარებას დისტანციურად არ აქვს ანალოგი. ამ პროექტმა საშუალება მისცა ახალგაზრდებს, ჩართულიყვნენ არაფორმალურ განათლებაში დისტანციურად. ამავე დროს მოსწავლეებმა თავისი აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყეს დებატების, როგორც უნიკალური საგანმანათლებლო ინსტრუმენტის დანერგვისა და პოპულარიზების პროცესს.
პერსონალური მადლობა გვინდა გადავუხადოთ ახალციხის პირველი საჯარო სკოლის სახელით „საგანმანათლებლოს დებატების ასოციაციის EDAG-ის“ ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ბერიშვილს და მის გუნდს არაჩვეულებრივი პროექტის ორგანიზებისთვის, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში პანდემიის პერიოდში დროის ნაყოფიერად და რაციონალურად გამოყენებას.
დიდი მადლობა ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ორი გუნდის მენტორს - ავთანდილ თავდიშვილს გაწეული შრომისა და ძალისხმევისთვის. მადლობა დებატების ტურნირში მონაწილეობისთვის ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ირაკლი მერაბიშვილს, საბა ალიევს, ანა გვირიშვილს, მარიამ ბოჩიკაშვილს, თათია ბერძენიძეს და თათია თათოშვილს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 64 მონაწილეს შორის საუკეთესო მომხსენებლის ტიტული მიიღო თათია თათოშვილმა. ასევე მომხსენებელთა შორის პირველ ათეულში მოხვდენენ მარიამ ბოჩიკაშვილი და თათია ბერძენიძე.
მადლობა სკოლის დირექციას მხარში დგომისთვის.
ფინალურ ტურში გადასული გუნდი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა