მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რომელი პირბადე გვიცავს უკეთესად კორონავირუსისგან? სამედიცინო, ნაჭრის თუ ფერადი? ამ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა უპასუხა და განმარტა, რომ ყველაზე მეტად ვირუსისგან მრავალშრიანი პირბადეები იცავს.
„მხოლოდ პირბადის ტარება ვირუსის შეკავებისთვის საკმარისი არ არის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგი ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც. ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენი შრისგან შედგება პირბადე, რაც მეტშრიანია, მეტად შეაკავებს ვირუსს. გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტი, ამას უნდა ახლდეს რამდენიმე სწორი ქმედება: რისკის სწორად შეფასება სად იმყოფებით, ნიღბის სწორად ტარება, დისტანციის დაცვა და გარემოს ვენტილაცია“,-განაცხადა ზახაშვილმა.
მან საზოგადოებას პირბადის სწორად ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო ნიღაბი ჯანმრთელმა ადამიანმა უკუღმა უნდა ატაროს, სიცრუეა.
„ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც სახეზე არასწორად არის მორგებული და არ იცავს ცხვირს და პირს ერთიანად. ყველაფერს აქვს თავისი წესი. წარმოდგენა, რომ სამედიცინო ნიღაბი უნდა გეკეთოთ ჯანმრთელ ადამიანებს უკუღმა ღია ფერი გარეთ და მუქი ფერი შიგნით, რატომღაც დამკვიდრდა ჩვენს საზოგადოებში. ეს ფეიკის სახით გავრცელდა და საზოგადოებამ აიტაცა. გახსოვდეთ, რომ სამედიცინო ნიღაბი, რომელიც ორფერიანია, მუქი ფერი ყოველთვის გარეთ უნდა გეკეთოთ, ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, შიდა ფენა არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცნილ წვეთებს შეაკავებს. ეს პირბადეები არის ერთჯერადი და არ ექვემდებარება გარეცხვას, გაუთოებას, მეორედ გამოყნებას, მისი მოხმარების ხანგრძლივობა შემოისაზღვრება იმით, სანამ ნიღაბი არ დაინესტება, მაქსიმუმ დრო გახანგრძლივდეს 5 საათამდე“,-განაცხადა ზახაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ღონისძიებაში ყველა საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.