სიახლეები
ეტალონი

„ყოველწლიურად მოსწავლეთა პროექტში ჩართვის მოტივაცია ძალიან მზარდია“ - ქარელის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
28-10-2020
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება გაიმართა.

ქარელის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. 

ღონისძიების შეფასება და ემოციების გაზიარება ჩვენ საფინალო ადგილზე გასულ მოსწავლეებს და მათ დირექტორებს ვთხოვეთ:

I ადგილი დაიკავა და ქარელის 2020 წლის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა რუისის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნიკა გელდიაშვილმა:

ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, რადგან ჩემს თავში ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. ძალიან მოულოდნელი იყო ეს სიხარული და ბედნიერება. პირველ ადგილზე გასვლა ნამდვილად განსაკუთრებული შეგრძნება იყო. წინა წლებშიც ვიღებდი მონაწილეობას „ეტალონში“, თუმცა ასეთი კარგი შედეგი არასდროს მქონია, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.

რუისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანილა ბალიშვილი გამარჯვებულს გამორჩეულ მოსწავლედ ახასიათებს და ამბობს, რომ მისმა წარმატებამ ძალიან გაახარა: 

ნიკა გელდიაშვილის წარმატება მოსალოდნელი იყო. ნამდვილად გამორჩეული მოსწავლეა და ხშირად იღებს კონკურსებში მონაწილეობას იქნება ეს ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი. ძალიან კარგად ხატავს, აკადემიური მოსწრებაც მაღალი აქვს.

კონკურსის მომზადების პროცესშიც საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული, მოსწავლეები ერთად იკრიბებოდნენ და ემზადებოდნენ ღონისძიებისთვის და სკოლაც ჩართული იყო მათ მომზადებაში.

ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, ასეთი ეროვნული პროექტისთვის.

II ადგილის მფლობელი ცერონისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სანდრო ცარციძეა, რომელსაც „ეტალონში“ მონაწილეობის გამოცდილება ადრეც ჰქონდა: 

ძალიან გამიხარდა, არ ველოდი მეორე ადგილს, ორი წლის წინაც ვიყავი გასული „ეტალონში“ თუმცა ათეულშიც ვერ მოვხვდი. წლევანდელი შედეგით ძალიან აღფრთოვანებული და გახარებული დავრჩი.

ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ფარასტაშვილი საკუთარი მოსწავლის შესახებაც გვესაუბრა და „ეტალონის“ გუნდსაც გადაუხადა მადლობა: 

ვიცოდი, რომ საუკეთესო მოსწავლეს ვუშვებდი კონკურსში, მაგრამ ასეთ კარგ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ერთადერთი, რამაც ჩემი გულისწყვეტა გამოიწვია ის არის, რომ მოსწავლეებს ერთი და იგივე ქულები ჰქონდათ და რამდენიმე წამით უკეთესი შედეგი აჩვენა პირველ ადგილზე გასულმა ბავშვმა. ალბათ გაცილებით ნაკლებად დამწყდებოდა გული რამდენიმე ქულით რომ გაესწრო გამარჯვებულს ჩვენი მოსწავლისთვის. თუმცა ასეთი სამართლიანი და ობიექტური კონკურსისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მიხარია, რომ სწორედ ჩემი სკოლის მოსწავლე გავიდა მეორე ადგილზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლაში რამდენად ობიექტურად იქნება კონკურსის საწყისი ეტაპი ჩატარებული, რადგან ღირსეული უნდა გადავიდეს კონკურსის მომდევნო ეტაპზე. რეალურად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, საუკეთესო კონკურსია და წარმატებები მინდა „ეტალონის“ მთლიან გუნდს ვუსურვო, განსაკუთრებით კი პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს.

რაც შეეხება III ადგილს, ეს პოზიცია რუისის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ სვიანაძემ დაიკავა. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ეს შედეგი მოულოდნელი იყო: 

ნამდვილად არ ველოდი მესამე ადგილზე გასვლას. „ეტალონის“ ღონისძიებებში მონაწილეობა წინა წლებშიც მაქვს მიღებული, მაგრამ ასეთი კარგი შედეგი აქამდე არ მქონია, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს.

ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა - ასე ახასიათებს მესამეადგილოსანს რუისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა მეტრეველი:

ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა და მოლოდინი ნამდვილად გვქონდა. ძალიან გაგვახარა ასეთი წარმატებით. თავად მოსწავლეც ძალიან გახარებულია და მასწავლებლებიც, რომ მათი შრომა დაფასდა. 

მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი პროექტია და ყოველწლიურად მოსწავლეთა პროექტში ჩართვის მოტივაცია ძალიან მზარდია. ვფიქრობ, ახლა კიდევ უფრო მეტი სურვილი ექნებათ მოსწავლეებს, ვინაიდან დაინახეს, რომ მათმა სკოლელმა და მეგობარმა ასეთ წარმატებას მიაღწია.

იხილეთ ასევე:

გთავაზობთ ქარელის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

 „მოსწავლეები მოუთმენლად ელიან მეორე ტურის ჩატარებას“ - ქარელის მუნიციპალიტეტში I ეტაპის ტესტირება ჩატარდა

„ეტალონი“ ქარელს ესტუმრება - იხილეთ მონაწილეთა სია

ქარელის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება