მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლები, რომლებიც დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დასწრებით სწავლებას 4 ნოემბერს განაახლებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
1 419 სკოლა, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იქნებიან.
„როგორც მოგეხსენებათ სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე 1 კვირის განმავლობაში. ეს იქნება აჭარის გარდა, ასეთია 1 419 სკოლა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული და ისინი დღეიდან უკვე არიან დისტანციურ სწავლებაზე.
დღეს, ხვალ და ზეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო არჩევნების შემდგომ მომავალი კვირის ორშაბათს და სამშაბათს ამ სკოლებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და დღეის სწორს, შემდეგი კვირის ოთხშაბათს ამ სკოლებში სწავლა განახლდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
იხილეთ ასევე: საჯარო სკოლები, რომლებიც დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადიან - იხილეთ ჩამონათვალი
1000-ზე მეტი სკოლა, რომლებიც ამ კვირაში დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა