მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლაში პროექტი „ახალგაზრდა ქართველებს აქვთ საკუთარი ხმა“ განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათ მონაწილეობას არჩევნების პროცესში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების გააზრებას, გათავისებას იმის, რომ ახალგაზრდებს აქვთ მნიშვნელოვანი „ხმა“ სახელმწიფოში, აქვთ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა და პოლიტიკურ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის უფლება.
„პროექტის ფარგლებში გაიმართა საპარლამენტო არჩევნების სიმულაცია, რომელიც შედგებოდა სამი ინტერაქტიული მოდულისგან, რამაც განაპირობა მოსწავლეთა მზაობა, პასუხისმგებლობა და მოტივაცია.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ პროცესში, წარმატებით გაითავისეს სხვადასხვა როლი. ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ ჰქონდათ უკუკავშირი. მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების და დებატის კულტურის ჩამოყალიბებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, საარჩევნო კამპანიის დროს პროგრამების გაანალიზებას, ლიდერობის უნარების განვითარებას, მოქლაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას.
აქტივობა განხორციელდა ორგანიზაცია „ქართლოსის“ და პოლონური ფონდი RITA-ს მხარდაჭერით (აქტივობა გაიმართა პანდემიიდან გამომდიბარე სკოლის ღია სივრცეში)
მადლობას ვუხდით სკოლის სახელით ყველა ჩართულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა