სიახლეები
ეტალონი

''ყვარლის ეტალონში'' საპრიზო ადგილებზე გასული თანაკლასელები ერთმანეთის წარმატებას გულწრფელად იზიარებენ
23-10-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ''ყვარლის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქეთევან ზაუტაშვილი, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

''ყვარლის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლე ანა გუშკაშვილი დაეუფლა. 

ანა გუშკაშვილი თავის შთაბეჭდილებებს Etaloni.ge-ს უზიარებს:

''ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავიმარჯვებდი და ''ყვარლის ეტალონი მოსწავლე'' გავხდებოდი. თამაშის განმავლობაში ჩემი დამრიგებელი და კლასელები მგულშემატკივრობდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ მეორე ადგილზე ჩემი კლასელი მარიამ ხუციშვილი გავიდა. თავდაჯერებულობამ მომცა ის ძალა, რომ გამემარჯვა. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ შეეცადონ არ ინერვიულონ. მე რამდენიმე კითხვაზე ნერვიულობის გამო შევყოვნდი. ''ეტალონმა'' თავდაჯერებულობა შემმატა და გამიჩნდა იმის სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი ვისწავლო.''

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი: 

''ძალიან კარგი პროექტია ''ეტალონი''. ამ ინტელექტ-შეჯიბრით სტიმული მიეცათ ჩვენს ახალგაზრდებს, მეტი მოტივაცია გაუჩნდათ და წახალისდნენ. ყვარლის სკოლის მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს. ბატონ გოჩას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ.''

ყვარლის გამგებლის მოადგილე ქეთევან ზაუტაშვილი:

''ღონისძიებაზე ძალიან პოზიტიური განწყობა იყო. ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც განათლება და ცოდნა ფასობს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. თავად ''ეტალონი'' არის ძალიან საჭირო პროექტი, რომელიც ახალგაზრდებში ცოდნისა და განათლების პოპულარიზაციას ახდენს. დასამახსოვრებელი იყო ის ფაქტი, რომ სანამ უშუალოდ კონკურსი დაიწყებოდა, ბატონი გოჩა თავის გუნდთან ერთად შარშანდელი გამარჯვებულის სკოლას ეწვია. კუჭატნის სკოლაში ნამდვილად დიდი ხანი გაჰყვებათ ეს ემოცია. ინტელექტ-შეჯიბრში ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა. მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ინტელექტ-შეჯიბრი ძალიან საინტერესო პროექტია.'' 

ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი:

''ეტალონი'' ყვარელში უკვე მეექვსე წელია ტარდება. გავაზის სკოლა კი ზედიზედ მეორე წელია მისი მასპინძელია. წელს განსაკუთრებულად სხვანაირი ინტელექტ-შეჯიბრი იყო. ბატონი გოჩა კუჭატნის სკოლას ესტუმრა. სკოლაში ძალიან გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. შემდეგ უკვე გავაზის სკოლაში მოსწავლეების უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ძალიან მოტივირებული იყო. იმდენად დიდი აუდიტორია შეიკრიბა, რომ მათი ნაწილი ღონისძიებას ფეხზემდგომი ადევნებდა თვალს. გამარჯვებული გახდა წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე ანა გუშკაშვილი. მან საკმაოდ მაღალი ქულა მიიღო.''

წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის წარმომადგენელი ნინო შუხოშვილი:

''ანა არის ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი და ჭკვიანი მოსწავლე. არამარტო სასკოლო მასალას სწავლობს, არამედ, ზოგად განათლებას იღებს. ისეთ აქტივობებში მონაწილეობს, საიდანაც ცოდნის მიღებაა შესაძლებელი. ხშირად აკეთებს პრეზენტაციებს. ''ეტალონისთვის'' წინასწარ არ მომზადებულა. ვიცოდი, რომ წარმატებას მიაღწევდა, რადგან ანა ძალიან ნიჭიერი გოგონაა.'' 

კუჭატნის სკოლის დირექტორი ნინო მელიქიშვილი:

''აღფრთოვანებულები ვართ ყველაფრით, ბატონმა გოჩამ ისე ისაუბრა, ბავშვები, მასწავლებლები, მშობლები, ყველანი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. დიდი გულისტკივილი გამოვთქვით, რომ ტელევიზიით აღარ გადის ''ეტალონი''. ინტელექტ-შეჯიბრი ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოტივაცია და სტიმულია. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მომავალ წელსაც მიიღონ ''ეტალონში'' მონაწილეობა და უკვე დაიწყეს ინტელექტ-შეჯიბრისთვის მომზადება.''

გავაზის სკოლის დირექტორი ლელა კაპანაძე:

''ბავშვებს ყოველთვის დიდი სურვილი აქვთ, რომ ''ეტალონში'' მიიღონ მონაწილეობა. ინტელექტ-შეჯიბრი მართლაც ეროვნული პროექტია, რომელიც მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზეა ორიენტირებული. მოსწავლეები უფრო აქტიურად კითხულობენ წიგნებს. მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩატარებული ღონისძიებით. გავაზის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ათეულში მოხვდა და ეს უკვე დიდი წარმატებაა.''

ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობას ვუხდით გავაზის სკოლას, მის პედაგოგიურ კოლექტივს და დირექტორს ლელა კაპანაძეს. 

''ყვარლის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი  ანა გუშკაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან, ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება