სიახლეები
ეტალონი

„ტესტირება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა“ - ახალციხეში „ეტალონის“ I ტურის ტესტირება გაიმართა
25-10-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლების დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე:

ყოველთვის აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდებიან „ეტალონის“ ღონისძიებას. წელს ყველა სკოლა აქტიურად იყო ჩართული. მოსწავლეებს ერთი სული აქვთ როდის ჩატარდება მუნიციპალური ტური და როდის წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. ბავშვები ყოველთვის ელოდებიან უკუკავშირს, თუ როგორ წარმოჩინდებიან და როგორ გამოვლინდება მათი შესაძლებლობები, რასაც ნამდვილად ხედავენ „ეტალონში“. ეს მათ დამატებით მოტივაციას აძლევს, რაც ჩვენთვის სასიხარულო და მისასალმებელია.

ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორი ვიქტორ მურადიანი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. რეკომენდაციების სრული დაცვით. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ტესტირებაში მონაწილეობა 25-მა მოსწავლემ მიიღო. ბავშვებს ისევე, როგორც მშობლებს და მასწავლებლებს ძალიან უყვართ „ეტალონი“.

ნაოხრების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლელა თელიაშვილი:

ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, თუმცა ტესტირებაში ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლა არაქართულენოვანია, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით წელს მოსწავლეებს არც კითხვის გააზრება გასჭირვებიათ და არც პასუხის გაცემა. ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ 80 ქულა მიიღო.

მინდა გითხრათ, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მოსწავლეებს ძალიან უხარიათ მონაწილეობის მიღება. ამასთან, გამარჯვებაზე მეტად მათ ერთმანეთთან შეჯიბრი ახარებთ. ამისთვის მინდა, პროექტის ავტორსაც და მთელ შემოქმედებით გუნდსაც მადლობა გადავუხადო.

სხვილისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლეილა არუთუნიანი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ „ეტალონში“, საიდანაც 2 მოსწავლე მეორე ტურში გადავიდა და მუნიციპალურ ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას. ბავშვები ძალიან აქტიურები იყვნენ, ყველამ მიიღო მონაწილეობა და თავადაც ძალიან კმაყოფილები არიან.

ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ბავშვებს უყვართ „ეტალონი“. უკვე მეოთხე წელია პროექტი აქტიურად ტარდება ჩვენს სკოლაში და ყოველწლიურად მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ტესტირებაში. გასულ წელს სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა ახალციხის „ეტალონი მოსწავლე“ და იმედი გვაქვს წელსაც წარმატებული ასპარეზობა გვექნება.

წინუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მელიქ პეტროსიანი:

ტესტირება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. სულ ექვსი მოსწავლე იყო ჩართული. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მოსწავლეთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ ბავშვები აქტიურად იყვნენ ტესტირებაში ჩართულნი. ახლა შედეგებს ელიან, თუ ვინ გადავიდა მეორე ტურში.

წინუბნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ თელიაშვილი:

მოსწავლეთა რაოდენობა ჩვენი სკოლიდან ბევრი არ იყო რადგან მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, თუმცა ჩვენგან თითქმის ყველა მოსწავლე ჩართული იყო ტესტირებაში. პირველი ტურში 6 მოსწავლე მონაწილეობდა. ჯერჯერობით არ ვიცით რამდენი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში, თუმცა ბავშვებმა კარგი შედეგები აჩვენეს. ამიტომ კმაყოფილები ვართ. 

იხილეთ ასევე: ახალციხის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება