სიახლეები
ეტალონი

„დაცული იყო ყველა რეკომენდაცია და მოსწავლეებმა მაქსიმალურად დაცულ გარემოში შეძლეს  ცოდნის გამოვლენა“ - წალკაში „ეტალონის“ I ტური ჩატარდა
28-10-2020
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი რესურსცენტრის უფროსმა, სკოლების დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

წალკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი არსენ ჯმუხაძე:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებაში წალკის ყველა სკოლა აქტიურად იყო ჩართული. ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან კორონავირუსი არ არის გავრცელებული, ამიტომ ტესტირების ჩატარებაში ხელი არც პანდემიას შეუშლია. ყველა სკოლასთან გვქონდა კონტაქტი და თითოეულ მათგანთან პროცესმა წარმატებით ჩაიარა.

არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ხორგუანი:

ტესტირების პროცესმა მოსწავლეთა აქტიურობით ჩაიარა. ბავშვები ყოველთვის ელოდებიან „ეტალონის“ დაწყებას და ახლაც გაუხარდათ, როცა გაიგეს რომ ტესტირება გაიმართებოდა.  

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დაცული იყო ყველა რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს აქვს გაცემული.

არსარვანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დავით ბერიძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში და საკმაოდ კმაყოფილებიც არიან შედეგებით. მაღალი ქულებიც დაიწერა და მეც კმაყოფილი ვარ. წელს მონაწილეობა ჩვენი სკოლის 18-მდე მოსწავლემ მიიღო.

აღსანიშნავია, ისიც რომ ტესტირების პროცესში ყველა რეკომენდაცია გვქონდა დაცული.

რეხის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ლომაშვილი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი პირველი ტურის ტესტირებაში და შედეგებითაც კმაყოფილები არიან. იმის გამო, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ ბევრი მოსწავლე არ გვყავს, თუმცა ტესტირებაში ყველა მონაწილეობდა. ჩართულნი იყვნენ მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები.

რეხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სვეტლანა ხუციშვილი:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ვინც სკოლაში იყო მოსული ტესტირების დღეს ყველა აქტიურად იყვნენ ჩართულნი. შედეგები დიდად სახარბიელო არ იყო. დისტანციური სწავლების ფონზე მოსწავლეები იმდენად მომზადებულები არ იყვნენ, თუმცა ველოდებით რა შედეგები გვექნება საბოლოოდ. ტესტირებაში ჩვენი სკოლიდან სულ 8 მოსწავლე მონაწილეობდა.

იმერის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ხოზრევანიძე:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ტესტირების პროცესში  მოსწავლეებმა მაქსიმალურად კომფორტულ და დაცულ გარემოში შეძლეს საკუთარი ცოდნის გამოვლენა.

იმერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ზურაბ ვანაძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ყველა აქტიურად, დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით იყო ჩართული. აღსანიშნავია, რომ ბავშვები ობიექტურად შეფასდნენ და ქულები მათი ცოდნის შესაბამისად დაიწერა. ახლა მოუთმენლად ველოდებით მეორე ტურს.

იხილეთ ასევე: წალკის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება