სიახლეები
სიახლეები

პრობლემები, რომლებსაც teams-ში აწყდებით - პასუხი ყველა აქტუალურ კითხვაზე
30-10-2020
-
+


სკოლაში დისტანციური სწავლება კვლავ გრძელდება.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის დაფიქსირების გამო სკოლები ყოველდღიურად გადადიან დროებით დისტანციურ სწავლებაზე, შესაბამისად როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის კვლავ აქტუალურია ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.

ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა ტექნიკურ ხარვეზს შეიძლება შეეჩეხოთ. ვერ შეხვიდეთ თიმსის პროგრამაში, არ გაგიხსნით დავალებები, არ გამოგიჩნდეთ კალენდარი, შეცდომით გიჩვენოთ გაკვეთილის დრო და ა.შ.

etaloni.ge გთავაზობთ, ყველა აქტიუალურ კითხვაზე პასუხს, რომელიც შეიძლება teams-ის პროგრამასთან დაკავშირებით გაგიჩნდეთ:

მოსწავლემ შეიცვალა სკოლა. როგორ შევიდეს თიმსში?


როდესაც მოსწავლე საჯარო სკოლიდან გადადის საჯარო სკოლაში, იყენებს იგივე ელფოსტასა და პაროლს, რითაც სარგებლობდა წინა სკოლაში. თუ ცვლილება ხდება კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში, მომხმარებლის სახელის (ელფოსტის) ნახვა შესაძლებელია ისქულში, მოსწავლის პირად გვერდზე.

მოსწავლეს არ უჩანს გუნდი/გუნდები, როგორ მოიქცეს?

თუ მოსწავლეს არ უჩანს გუნდი, მასწავლებელს სთხოვოს დაამატოს გუნდში.
მასწავლებლებმა კი გადაამოწმეთ,რამდენად სწორად გყავთ დამატებული ელფოსტით. გაითვალისწინეთ,რომ მოსწავლის დამატება ხდება მისი სრული ელფოსტით და არა სახელი/გვარით. მოსწავლის გუნდში სწორად დამატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ელფოსტას ჩავწერთ ს წ ო რ ა დ.

მოსწავლეს დავალების გახსნის დროს უწერს, რომ ის დამატებული არაა ამ დავალებაში, რატომ?

თუ მოსწავლეს უწერს ,,თქვენ არ ხართ დამატებული ამ დავალებაში" ამისათვის მასწავლებელმა უნდა დაარედაქტიროს დავალება მითითებული ბმულის მიხედვით:https://bit.ly/2HssgLH

ვერ ვნიშნავ შეხვედრას, რადგან გუნდებს არ მარჩევინებს, როგორ მოვიქცე?

კალენდარში შეხვედრა ჩანიშნეთ გუნდებიდან მითითებული ინსტრუქციის მიხედვით:https://bit.ly/3jvensW

თუ მოსწავლეს/მასწავლებელს კალენდარში არ უჩანს ჩანიშნული შეხვედრები, როგორ იქცევა?

იმისათვის, რომ შეხვედრები კალენდარში აისახოს, საჭიროა მისი სწორად ჩანიშვნა.ბოლომდე იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია: https://bit.ly/3jvhPUj

თუ წევრი გუნდში დამატებულია კალენდარში ჩანიშნული შეხვედრების შემდეგ, მან ეს შეხვედრები უნდა დაამატოს კალენდარში ინსტრუქციის მიხედვით:https://bit.ly/37JdsTh

კალენდარში შეცდომით მიჩვენებს ჩანიშნულ გაკვეთილს/არ გადავყავარ ჩანიშნულ შეხვედრაში/არ მიხსნის სწორად ატვირთულ დავალებას და ა.შ.

მსგავსი პრობლემების შემთხვევაში,როდესაც თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით სწორად არის შესრულებული და მაინც პრობლემაა, გადაამოწმეთ მოწყობილობაში ინტერნეტი (ეს ყოველთვის საჭიროა) დროის სარტყელი (+4) და თარიღი. აუცილებელია თითოეული.

თარიღისა დროის გასწორების ინსტრუქცია:https://bit.ly/31IEgiU
 
აღარ მახსოვს პაროლი/მომხმარებლის სახელი და როგორ გავიხსენო?

იხილეთ ინსტრუქცია:https://youtu.be/R1O6vz9puJg

როგორ შევცვალო დროებითი პაროლი?


პაროლის აღდგენის დროს მიწერს სხვის ნომერს, როგორ შევცვალო?

თუ გიჩვენებთ ნომერს, რომელითაც არ სარგებლობთ, მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას და სთხოვეთ შეგიცვალონ ნომერი ისქულში. ნომრის ცვლილების შემდეგ 24-სთის განმავლობაში,გამოგიჩნდებათ თქვენი ნომერი.

ვარ მშობელი, დავრეგისტრირდი ელექტრონულ ჟურნალში და არ ვიცი რა ჩავწერო მომხარებლის სახელში. როგორ მოვიქცე?

მშობელი, ელექტრონულ ჟურნალში მომხმარებლის სახელში წერს თავის პირად ნომერს,რაც გამოიყენა რეგისტრაციის დროს. რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:https://bit.ly/3ooiXgp

ვარ მასწავლებელი, თიმსში შევდივარ, მაგრამ ელექტრონულ ჟურნალში არა, როგორ მოვიქცე?

თიმსში შესაძლოა შედიოდეთ დამახსოვრებული აპლიკაციით/ბრაზუერით და შეცდომით წერდეთ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში თიმსიდან გამოდით ლოგ აუთით და ახლიდან ცადეთ შესვლა. თუ ვერ შეხვედით, შეცვალეთ პაროლი. ახალი პაროლით შედით თიმსშიც და ელ ჟურნალშიც.

ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის დროს მიჩვენებს სხვის ნომერს. როგორ შევცვალო?

თუ ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის დროს გიჩვენებთ სხვის ნომერს, მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას და ისქულში ჩააწერინეთ თქვენი ნომერი,რომლითაც სარგებლობთ.

ელექტრონულ ჟურნალში მიჩვენებს მხოლოდ ერთი შვილის ჟურნალს. როგორ ვნახო დანარჩენის?

ელექტრონულ ჟურნალში როლის ცვლილებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ შვილების ჟურნალი.იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:https://bit.ly/31Jw2Hh

ვასწავლი რამდენიმე სკოლაში და მიჩვენებს მხოლოდ ერთ ჟურნალს. როგორ ვნახო დანარჩენი?

ელექტრონულ ჟურნალში როლის ცვლილებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ დანარჩენი სკოლების ჟურნალი.იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია:https://bit.ly/31Jw2Hh

ელექტრონულ ჟურნალში სანამ არ გამოვალ და ახლიდან არ შევალ, ვერ ვცვლი საგნებს,როგორ მოვიქცე?

როდესაც დაასრულებთ ერთ საგანზე მუშაობას, სხვა საგნის არჩევისთვის დააჭირეთ ფანქრის ღილაკს,რომელიც ზემოთა ზოლშია მოთავსებული და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი საგანი/კლასი.

როდესაც რაიმე სახის პრობლემა გაქვთ, გადაამოწმეთ რამდენჯერმე, რამდენად სწორად ასრულებთ მოქმედებებს ინსტრუქციების მიხედვით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წაიკითხეს და გაიაზრეს ზღაპრები

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ ნოღის ღელეებსა და წყაროებს

ბავშვებმა საღებავების გამოყენებით შექმნეს ნამუშევარი დედამიწის, როგორც მაცოცხლებელი ძალის თემატიკაზე

მოსწავლეებს ქართული კალიგრაფიის ხელოვნების შემსწავლელი კურსი ჩაუტარდათ 

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება