სიახლეები
სკოლები

„წიგნის სურნელი მისი თანმდევია“-გაიცანით დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარინე ფუტკარაძე, რომელიც ცდილობს თანატოლებს მხატვრული ლიტერატურა შეაყვაროს
29-10-2020
-
+


წიგნის სიყვარული, რომ საოცარი გრძნობაა ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ მარინე ფუტკარაძის ვიდეორგოლებს ნახავთ. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლე თანატოლებისთვის ვიდეოებს წერს, წაკითხულ წიგნებს განიხილავს, მეგობრებს ამა თუ იმ წიგნის წაკითხვას ურჩევს და ცდილობს მხატვრული ლიტერატურის კითხვა მათაც შეაყვაროს. 

სკოლის დირექტორი გულნაზ ფუტკარაძე მარინეს ახასიათებს, როგორც წარმატებულ და აქტიურ მოსწავლეს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. 

„მარინე ფუტკარაძე​ წარმატებული მოსწავლეა, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. წიგნის სურნელი მისი თანმდევია, პანდემიის მიუხედავად მაინც ახერხებს მხატვრული ლიტერატურის კითხვას და თავის თანატოლებს უზიარებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრული ლიტერატურის კითხვა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

მარინე ფუტკარაძემ თვითიზოლაციის პერიოდიც ნაყოფიერად გამოიყენა, წაიკითხა ძალიან ბევრი წიგნი და საკუთარ თავს ჩაუღრმავდა. ამ ყველაფრის შესახებ მოსწავლე საკუთარ ჩანახატში - „ეს უცნაური 2020“ წერს. 

 „ეს უცნაური 2020“

„ახლა შემოდგომაა... სადაცაა 2020 წელი მიილევა და ძალიან მინდა, მცირე მიმოხილვა გავაკეთო ამ უცნაური 2020 წლის შესახებ.
2 მარტიდან დღემდე აღარ მივსულვარ სკოლაში, აღარ ვმჯდარვარ მერხზე, აღარ განმიხილია მეგობრებთან ერთად სხვადასხვა წიგნები და ავტორები და აღარ მინახავს ბევრი ის ადამიანი რომელიც ძალიან მენატრება... დღესაც ასე გრძელდება, რაც ძალიან არ მინდა. მე პირადად ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენე ის პერიოდი როდესაც ყველაფერი დაკეტილი იყო, ქუჩები ცარიელი 9-ის მერე კი კომენდანტის საათი. ამ პერიოდში დავფიქრდი თუ რა კარგი იყო, როდესაც სკოლაში დავდიოდი, ხშირად ვნახულობდი ჩემს ახლობლებს, რომლებიც ახლაც ძალიან მენატრებიან. წავიკითხე ძალიან ბევრი წიგნები და ამით გავიმდიდრე ლექსიკური მარაგი, მივიღე სხვადასხვა ტრენინგებში თუ კონკურსებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა ონლაინ. საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალიან ბევრი ახალი თვისება და ნიჭი, რომელიც ძალიან გამომადგა და აუცილებლად გამომადგება ბევრ საქმეში. გამიჩნდა ძალიან ბევრი იდეა, მაგ: მეგობრებთან ერთად დამერგო ხეები, დამესუფთავებინა გარემო და ჩემი წვლილი შემეტანა გლობალური დათბობის შეჩერებაში. ამ იდეას უკვე ჩავუყარე საფუძველი და მალე მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ რომ ეს იდეები განვახორციელოთ. როგორც მოგეხსენებათ მე სოფლად ვცხოვრობ, მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, რომელის პეიზაჟებით ნამდვილად მოხიბლული დარჩებით. კარანტინის პერიოდში დრო ტყეში სეირნობით, წიგნის კითხვითა და ფოტოგრაფიით გამყავდა... ფოტოგრაფია სწორედ ის ერთ-ერთი ნიჭია, რომელიც თვითიზოლაციის პერიოდში აღმოვაჩინე. მგონი წელს ძალიან განსხვავებული ზაფხული მქონდა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ ზაფხულამდე მთელი მსოფლიო დავამარცხებთ COVID-19-ს დისტანციის დაცვითა და პირბადის ტარებით... საბოოლოო ჯამში 2020-2021 წლის სასწავლო წელიც დისტანციურად დავიწყეთ, რაც მართლა ძალიან რთული აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვისაც. ძალიან მენატრება სკოლის თეთრი კედლები, კუთხეებში პატარა ბზარებით, ჩემი საკლასო ოთახი, რომელიც ჩემი და ჩემი კლასელების მიერ დამზადებული პლაკატებით არის აჭრელებული, ჩემი თბილი მასწავლებლები, რომლებიც თავს არასდროს ზოგავენ რომ განათლება მივიღოთ და ყველაფერს კარგად ვფლობდეთ, რადგან მომავალში გვქონდეს საკუთარი კარიერა, განათლება და დამოუკიდებელი ცხოვრება. ასევე მენატრებიან ჩემი ბევრი ახლობელი, მეგობრები და მენატრება ის გარემო, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებას ახლდა პანდემიამდე.
მაგრამ პანდემიას თავისი დადებითი მხარეებიც გამოუჩნდა. მაგალითად: საგრძნობლად გასუფთავდა მსოფლიო იმ ნარჩენებისგან და დაბინძურებისგან რასაც ადამიანები წარმოქმნიდნენ, გაიწმინდა ჰაერი, ვენეციის არხებში გამოჩნდნენ დელფინები, დიზაინერებმა კი დაიწყეს ფიქრი თუ როგორ თუ, როგორ გაეხადათ პირბადეები ტრენდული.
მე კმაყოფილი ვარ, რადგან როგორც უკვე ზემოთ გითხარით, თვითიზოლაციის პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე, ბევრი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში, წავიკითხე ძალიან ბევრი წიგნი და აქედან დასამახსოვრებელი იყო ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარი“ და ქართველი, თანამედროვე მწერლის, თეა ინასარიძის „მეცხრე ფლიგელი“.
ეს 2020 წელი, მართლაც ძალიან უცნაური იყო. საბოლოო ჯამში უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს, ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. ყველაფერი კარგად იქნება. ამასაც გადავლახავთ. გისურვებთ ჯანმრთელობას“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება