მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას.
ტესტირების პროცესი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლების დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:
აბაშის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი:
სკოლებში ტესტირების პროცესი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით ჩატარდა, რადგან მოსწავლეთა უსაფრთხოება უპირველესი იყო. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მიუხედავად, ტესტირებამ დიდი აქტივობით ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვები გვაქვს, მაინც მაღალი აქტივობა გვქონდა, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით წელს გულშემატკივრების გარეშე ჩავატარებთ ღონისძიებას. მთავარი ის არის ახლა, რომ მეორე ეტაპი გველოდება წინ და ამისთვის ვემზადებით.
გულწრფელად გეტყვით, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ნამდვილად არის მამოტივირებელი. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლებაზე იყვნენ ბავშვები გასული სემესტრის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი izrune.ge -ს პროექტშიც და „იზრუნემ“ უზრუნველყო ისიც, რომ უნარები, რომელიც ამ ტესტირების დროს გამოუმუშავდათ ძალიან დაეხმარა მათ ონლაინ სწავლების პროცესში, ამდენად მათი ინტერესი ძალიან დიდია როგორც „ეტალონის“, ისე „იზრუნეს“ მიმართ.
აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო დოლიძე:
ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა, მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ოდენობა იყო ჩართული. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დიდ მოტივაციას აძლევს „ეტალონი“ მოსწავლეებს, ეს იმითაც გამოიხატება, რომ მათი ინტერესი ძალიან მაღალია ხოლმე. დამერწმუნებით, ინტერესი რომ არ ჰქონდეთ ამდენი მოსწავლე არც ჩაერთვებოდა ტესტირებაში. ნამდვილად კმაყოფილი ვარ მათი აქტივობით. საკუთარი თავიც გამოსცადეს და ცოდნაც გაიღრმავეს, რადგან ძალიან კარგი კითხვებია და ყველა საგანს მოიცავს. ამიტომ, მე ნამდვილად მიხარია მათი ასეთი ინტერესი და ჩართულობა.
აბაშის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლიანა მხეიძე:
ტესტირების პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო და აქტიურად იყვნენ ჩართულნი „ეტალონში“. საერთო ჯამში, მონაწილეობა 49 მოსწავლემ მიიღო, მათგან შემდეგ ტურში 8 მოსწავლე გადავიდა. ახლა მეორე ტურს ველოდებით.
კვათანის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა საკანდელიძე:
ძალიან კარგი პროექტია. მშობლებიც კი აღფრთოვანებულები არიან „ეტალონით“. ჩვენი სკოლიდან მეორე ტურში 2 მოსწავლე გადავიდა. ტესტირების პროცესში აქტიურად გულშემატკივრობდნენ მოსწავლეებს მშობლებიც, თითქოს უმაღლესში აბარებდნენ ისეთი მოლოდინი და მხარდაჭერა ჰქონდათ ბავშვებს.
კვათანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ციალა ღვამიჩავა:
ჩვენს სკოლაში მოსწავლეები აქტიურად და ხალისიანად ჩაერთნენ „ეტალონის ტურში. მერვე კლასელებისთვის ეს სიახლე იყო და ძალიან დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროცესში. რაც შეეხება უშუალოდ ტესტირებას, ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა, საკმაოდ მაღალი ქულებით გაიარეს ტესტირება, 2 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში. იმის გამო, რომ მცირერიცხოვანი სკოლაა, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგი იყო და ახლა დიდი შემართებით ველოდებით მეორე ტურს.
საგვაზავოს საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ჯალაღონია:
„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეების მხრიდან ძალიან მაღალი დაინტერესება და აქტივობა იყო. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მერვე და მეცხრე კლასებში სულ 10 მოსწავლე გვყავს და ვინც მოსული იყო ყველამ მიიღო მონაწილეობა. შედეგებითაც კმაყოფილები ვართ.
საგვაზავოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა სახვაძე:
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ტესტირების დღეს სკოლაში 7 მოსწავლე იყო და მონაწილეობა ყველამ მიიღო. თითქმის ყველა მოსწავლემ გადალახა 51%-იანი ბარიერი. მაგრამ მაქსიმალური ქულა 62 დაფიქსირდა და ვფიქრობ მეტიც შეეძლოთ. ალბათ მოსწავლეთა შედეგებზე გავლენა დისტანციურმა სწავლებამაც მოახდინა.
იხილეთ ასევე: აბაშის მოსწავლეთა საყურადღებოდ
ტესტირების ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე