მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბანის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N1 საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგის - თამარ შაქარაშვილის გარდაცვალების გამო.
სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს და საყვარელ თანამშრომელს ემშვიდობება.
„კიდევ ერთი ღვაწლმოსილი პედაგოგი გამოაკლდა სართიჭალის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს - თამარ შაქარაშვილი, თამრიკო მასწავლებელი.
თამარ შაქარაშვილი 1988 წელს მოვიდა სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად ჯერ რუსულ სექტორზე, 1992 წლიდან 2017 წლამდე უკვე ქართული სექტორის მოსწავლეებს ასწავლიდა ინგლისურ (ბრიტანულ) ენას.
სიფრიფანა, ლამაზი, დახვეწილი, მუდამ მოწესრიგებული, ცოტა მკაცრი გამომეტყველებით-ასე ახასიათებენ თამრიკო მასწავლებელს უფროსი თაობის მასწავლებლები. თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი, რომელიც ძალასა და ენერგიას არ იშურებდა, რომ საგანი ძირფესვიანად შეესწავლებინა აღსაზრდელებისთვის.
საოცარი დისციპლინირებულობით გამოირჩეოდა, არავის ახსოვს მისი უმიზეზოდ გაცდენილი გაკვეთილი, უმიზნოდ გაფლანგული დრო... სკოლაში ნაყოფიერად გატარებული წლების ბოლო დღემდე თამრიკო მასწავლებელი უშურველად უნაწილებდა თავის სითბოსა და განათლებას მოსწავლეებს, ხოლო გამოცდილებას - ახალბედა მასწავლებლებს.
პრინციპულობით გამოირჩეოდა, სკოლა მეორე ოჯახად მიაჩნდა და ცდილობდა თავისი სამართლიანობით მაგალითი მიეცა უმცროსი თაობისათვის.
თამრიკო მასწავლებელი-ასე იცნობდა მას ყველა. გულწრფელად უხაროდა ყველას წარმატება და თვითონაც წარმატებულმა პედაგოგმა, ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვიტა სკოლიდან წასვლა და ამის ერთადერთი მიზეზი ახალგაზრდა მასწავლებლებისათვის ასპარეზის დათმობა იყო, თუმცა წარმატებულ რეპეტიტორობას ბოლო დღემდე აგრძელებდა და ბევრ მომავალ აბიტურიენტს დაულოცა გზა სტუდენტობისაკენ.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ბოლო 3 წელი აღარ ასწავლიდა, სულ ჩართული იყო სასკოლო ცხოვრებაში, სკოლისა და პედკოლექტივის ყოველი წარმატება საკუთარ წარმატებად მიაჩნდა, უხაროდა ყველაფერი კარგი, რაც საყვარელ სკოლასთან იყო დაკავშირებული.
...მაგრამ მოულოდნელად დაგვტოვა...წავიდა... აგვატირა...ძალიან დაგვწყვიტა გული, გაგვახსენა და მოგვანატრა მასთან ერთად გატარებული წლები, ბედნიერი დღეები...
მშვიდობით თამრიკო მასწავლებელო! ძალიან დიდი დანაკლისი ხართ ოჯახისათვის, მეგობრებისათვის, კოლეგებისათვის, მადლიერი აღზრდილებისათვის. სართიჭალის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს თქვენს ოჯახს.
განისვენეთ მშვიდად, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!“- წერია სკოლის სამძიმრის წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც