მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლეები და მათი მშობლები, კვლავ დიდი მონდომებით განაგრძობენ izrune.ge-სთან თანამშრომლობას.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
„მე როგორც კლასის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი, დღევანდელ ტესტს დიდი ინტერესით ველოდი, რადგან დღეს izrune.ge-მ მათემატიკის ტესტი შემოგვთავაზა. მადლობა izrune. ge-ს, რომ არსებობთ ამ პანდემიის პირობებში, როდესაც შეზღუდული გვაქვს აქტიური სასკოლო ცხოვრება, თქვენ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ გაიხარონ ბავშვებმა თავიანთი შედეგებით და დიპლომებით.
დიდი მადლობა, ჩემს მოსწავლეებს, ასეთი საუკეთესო შედეგი რომ გვაჩვენეს! მადლობა მშობლებს, ამ აქტიურობისა და ჩართულობისთვის. ვუსურვებ წარმატებას ყველას და განსაკუთრებით ჩვენს ახალ სოფლის საჯარო სკოლას. წარმოგიდგენთ, ჩვენს ყოჩაღ, საამაყო და სასახელო მოსწავლეებს“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი მზიური ნაგერვაძე.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა