მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლემ, იოანე ლომაძემ ლანჩხუთის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მე-2 ადგილი დაიკავა.
27 ოქტომბერს ლანჩხუთში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სოფელ ნინოშვილის საბაზო სკოლის 3 მოსწავლე მონაწილეობდა.
წლევანდელი „ეტალონი“ ნინოშვილის სკოლისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. მეცხრე კლასის მოსწავლემ იოანე ლომაძემ 80 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მცირედით ჩამორჩა გამარჯვებულს.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„სკოლის საზოგადოება ულოცავს ამ დიდ წარმატებას თავის მოსწავლეს და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს მას, „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს კი მადლობას უხდის ამ რთულ პერიოდში სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე ზრუნვისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
ლანჩხუთის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ლანჩხუთის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა