სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ ამ უჩვეულო პერიოდშიც შეძლო საგანმანათლებლო საზოგადოების გაერთიანება - „ახალციხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
02-11-2020
-
+


29 ოქტომბერს „ახალციხის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტური მონაწილე მოსწავლეებისთვის ემოციური იყო. ღონისძიებაში ახალციხის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახეს.

პირველი ადგილი 69 ქულით ახალციხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ზედგენიძემ მოიპოვა. 66 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ დვალაშვილმა. ერთი ქულით ნაკლები - 65 ქულა კი მესამე ადგილზე გასულმა, ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლე ვასილ კაპანაძემ დაიმსახურა. 

„ეტალონის“ ღონისძიების შესახებ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები და მათი დირექტორები ემოციებს გვიზიარებენ:

ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე:

„პატარა ბავშვივით ველოდებით ხოლმე „ეტალონის“ ღონისძიებას წლიდან წლამდე როგორც ჩემი მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები, ასევე მეც. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც პასუხობს ეროვნულ და საერთაშორისო გამოწვევებს და ასევე პროექტი, რომელიც თანაბარ შესაძლებლობას აძლევს სოფლის და ქალაქის, კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლეებს. „ეტალონის“ მიერ განხორციელებული პროექტები ყოველთვის არის ნიჭიერების აღმომჩენი, ეროვნული, აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც „ეტალონის“ ხიბლია, არის ის, რომ გვეხმარება სასკოლო საზოგადოება - მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე გააერთიანოს ერთი საგანმანათლებლო მიზნისკენ. ამ უჩვეულო პერიოდშიც კი შეძლო ეს „ეტალონმა“. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს“.

პირველ ადგილზე გასული ქრისტინე ზედგენიძე, რომელიც ახალციხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, ამბობს, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა საკუთარი თავის გამოსაცდელად და ცოდნის შესამოწმებლად გადაწყვიტა:

„არ ველოდი, რომ პირველ ადგილზე გავიდოდი. უბრალოდ, მინდოდა საკუთარი თავის გამოცდა და ჩემი თავის შეფასება ამ გამოცდით. როცა თქვეს, რომ პირველ ადგილზე გავედი, ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვიყავი. წინასწარ არ მოვმზადებულვარ, ზოგადი ცოდნით გავედი. დედა განსაკუთრებით მგულშემატკივრობდა, თუმცა რეგულაციებიდან გამომდინარე დარბაზში ვერ დაესწრო ღონისძიებას“.

ქრისტინეს ახალციხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე როგორც შრომისმოყვარე და ნიჭიერ მოსწავლეს ახასიათებს, მისი თქმით, პირველადგილოსანი თანაბარი მონდომებით სწავლობს ყველა საგანს და მასწავლებლების იმედებსაც ამართლებს:

„როგორც ყოველთვის „ეტალონის“ მეორე ტური ძალიან ორგანიზებული იყო და წარმატებით ჩაიარა ამ დღემ. პირველ ადგილზე გასული ქრისტინე არის უნიჭიერესი და შრომისმოყვარე ბავშვი, თითქმის თანაბრად ფლობს თითოეულ საგანს, ხატავს კარგად, ასევე მღერის და აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. შედეგიც შესაბამისი აქვს - მე-8 კლასში გახდა „ახალციხის ეტალონი მოსწავლე“. გვქონდა მოლოდინი, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურზე კარგი შედეგი ექნებოდა და გაგვიმართლა კიდეც მოლოდინი. მან ძალიან ობიექტურად დაიმსახურა მაღალი შედეგი პირველი ეტაპის ტესტირებაში და ამიტომ გვქონდა მოლოდინი, რომ მეორე ტურსაც წარმატებით გაართმევდა თავს. მადლობა გამორჩეულ პროექტ „ეტალონს“.

გამარჯვებულ სამეულში მოხვედრა მოულოდნელი აღმოჩნდა საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლის, მეორე ადგილზე გასული მარიამ დვალაშვილისთვისაც:

„არ ველოდი, თუ ჩემს სახელს გამოაცხადებდნენ გამარჯვებულთა შორის, მეორე ადგილზე, ძალიან გამიხარდა. წინასწარ განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ, შემდეგ წლებშიც აუცილებლად კვლავ ვაპირებ „ეტალონში“ მონაწილეობას და შედეგის გაუმჯობესებას“.

საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი სიმონ გელაშვილი ამბობს, რომ მარიამი გამორჩეული მოსწავლეა, ყველა საგანში ძლიერი და ოქროს მედლის კანდიდატი:

„ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე მონაწილეობდა „ეტალონის“ მეორე ტურში. პირველი ტური სამმა გადალახა წარმატებით, თუმცა ერთი მოსწავლე ვერ გამოცხადდა ღონისძიებაზე. ერთი მოსწავლე ათეულში მოხვდა, მარიამი კი - მეორე ადგილზე გავიდა. მარიამ დვალაშვილი კარგი ბავშვია ძალიან წარმატებული მოსწავლეა, ოქროს მედლის კანდიდატია, მე-11 კლასშია და სწავლობს ძალიან კარგად. მჯეროდა, რომ კარგი შედეგი ექნებოდა, თუმცა მეორე ადგილს არ ველოდი. დარწმუნებული ვიყავი, ხუთეულში მოხვდებოდა. დიდი მადლობა „ეტალონის“ გუნდს და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ზრუნავს სკოლებზე, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის“.

მესამე ადგილზე გასული ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლე ვასილ კაპანაძე საკუთარი წარმატებით გახარებულია და აღნიშნავს, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მას მონაწილეობა პირველად არ მიუღია: 

„ეტალონის“ ღონისძიებაზე სამეულში მოხვედრა სასიხარულო იყო ძალიან, მე-9 კლასიდან ვმონაწილეობ ინტელექტ-ჩემპიონატში, წლევანდელი შედეგი ძალიან გამიხარდა, მე-11 კლასში ვარ და მიხარია, რომ ამ პროექტს ისე ვტოვებ, მესამე ადგილი ჩემს მოგონებებში დარჩება“.

ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ტყემალაძე მესამე ადგილზე გასულ ვასილ კაპანაძეს, როგორც აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეს ახასიათებს:

„ვასილ კაპანაძე ძალიან წარმატებული მოსწავლეა. მოლოდინი მქონდა, რომ რომელიმე მნიშვნელოვან ადგილს მოიპოვებდა, ვასილი ჩართულია ბევრ ღონისძიებასა და პროექტში. „ეტალონის“ მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, მოხარული ვარ, რომ ამ პანდემიის და დისტანციური სწავლების პროცესშიც ხორციელდება ეს პროექტი. „ეტალონი“ მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს. მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელს“.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 


იხილეთ ღონისძიების ფოტოები

„ეტალონი“ ახალციხეში ჩატარდება - იხილეთ მონაწილეთა სია

ახალციხის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

გთავაზობთ ახალციხის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება