მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კირაკოზაშვილმა საგარეჯოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მე-7 ადგილი დაიკავა.
დირექტორი ლია როსტიაშვილი მოსწავლის წარმატებით გახარებულია და აღნიშნავს, რომ „ეტალონის“ ღონისძიება ძალიან ობიექტური იყო:
„ჩვენგან მე-8 კლასელი გიორგი კირაკოზაშვილი მოხვდა მე-7 ადგილზე. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგ გარემოში გაიმართა. ძალიან მომწონს ეს პროექტი. ასევე izrune.ge ისეთი კარგი პროექტია, რომ ამას რომელი ბავშვებიც კარგად მიჰყვებიან, სტუდენტებიც მარტივად გახდებიან, ისე კარგად არის ყველაფერი აწყობილი. ჩემი მე-8 კლასელი მაღალქულიანთა შორის რომ მოხვდა, ძალიან გავიხარეთ, ობიექტური იყო მთლიანად ინტელექტ-ჩემპიონატი და დადებითად ვარ განწყობილი“.
ღონისძიების მე-7 ადგილზე გასული მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი კირაკოზაშვილი მიღწეული შედეგით კმაყოფილი და ძალიან გახარებულია:
„ძალიან გამიხარდა, არ ველოდი, რადგან ვიცოდი, მაღალკლასელები მონაწილეობდნენ და მეგონა, მე ვერ მოვხვდებოდი მაღალქულიანთა შორის“.
2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ საგარეჯოს ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც